08 მაი - 06 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
ძირითადი მოთხოვნები:
სამუშაო პირობები:
ჩვენ გთავაზობთ:
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
- რეკრუტინგისა და ადმინისტრირების სრული ციკლის მართვა;
- ვაკანსიების გამოქვეყნება, კანდიდატების მოძიება და შერჩევის პროცესის კოორდინაცია;
- ინტერვიუების ჩატარება, შეფასება და ონბორდინგის პროცესის ორგანიზება;
- შრომითი ხელშეკრულებების და საკადრო დოკუმენტაციის მომზადება;
- თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და მონაცემთა ბაზის მართვა;
- თანამშრომელთა როტაციის, დაწინაურების და გათავისუფლების პროცესების ადმინისტრირება;
- შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
- შვებულების, სამუშაო დროის აღრიცხვისა და დასწრების კონტროლი ;
- თანამშრომელთა შეფასებისა და ეფექტიანობის მართვის პროცესის მხარდაჭერა;
- თანამშრომელთა ჩართულობისა და კორპორაციული კულტურის განვითარება;
- მენეჯერების კონსულტირება ადამიანური რესურსების საკითხებზე;
- HR ანგარიშგების მომზადება და HR მეტრიკების მონიტორინგი;
- თანამშრომელთა პრობლემების მართვა და შიდა კომუნიკაციის მხარდაჭერა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
- ადამიანური რესურსების შერჩევის და ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
- ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00- 18:00;
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: ბათუმი, გორგილაძის ქ. #88;
- თანამშომელთა რაოდენობა: 160;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/VvV9jwXd
გისურვებთ წარმატებას!
ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

