დღეს - 05 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
ტრენინგი და განვითარება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას სწავლების სპეციალისტის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები:
- თანამშრომელთა სასწავლო საჭიროებების ანალიზი (Training Needs Analysis);
- წლიური სასწავლო გეგმისა და ტრენინგ კალენდრის შექმნა;
- პროფესიული, ლიდერული და Soft Skills ტრენინგების ჩატარება;
- ტრენინგების ფასილიტაცია, ვორქშოფებისა და განვითარების სესიების მართვა;
- ახალი თანამშრომლების ონბორდინგისა და ადაპტაციის სასწავლო პროცესის ორგანიზება;
- ინდივიდუალური განვითარების გეგმების (IDP) შემუშავებაში მონაწილეობა;
- მენეჯერებისა და თანამშრომლების Coaching / Mentoring მხარდაჭერა;
- ტალანტების განვითარებისთვის პროგრამების მხარდაჭერა/შექმნა;
- ტრენინგების ეფექტურობის შეფასება და უკუკავშირის ანალიზი;
- სასწავლო მასალების, პრეზენტაციებისა და განვითარების ინსტრუმენტების შექმნა;
- სწავლებისა და განვითარების ანგარიშგების მომზადება HR დეპარტამენტისა და მენეჯმენტისთვის;
- ორგანიზაციაში სწავლების კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი, TOT სერტიფიკატი;
- ტრენინგების ორგანიზების და ჩატარების მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური ენის ფლობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
- ანაზღაურება: ანაზღაურება: ფიქსირებული + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზირი N1;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/jVhgiP3d
გისურვებთ წარმატებას!
ადამიანური რესურსები
ტრენინგი და განვითარება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

