30 იან - 28 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3500(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული,რუსული
„ტრანსკომ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შესყიდვების სპეციალისტი
დამსაქმებელი: შპს „ტრანსკომ ჯგუფი“
ანაზღაურება: 3 500 + ლარი (NET) კოპეტენციის გათვალისწინებით
კომპანიის შესახებ
„ტრანსკომ გრუპი“ არის ქართული კომპანია, რომელიც ოპერირებს www.wildberries.ge -ს მეშვეობით საქართველოს ბაზარზე.
ჩვენ ვმოქმედებთ თანამედროვე ელექტრონული კომერციის მოდელით და მომხმარებლებს ვთავაზობთ ფართო ასორტიმენტს - მოდის, ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო პროდუქციის მიმართულებით.
კომპანიის მიზანია სანდო პარტნიორობის შექმნა ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებთან.
კომპანია ქმნის მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმი და ჩართულობა წარმოადგენს საერთო წარმატების საფუძველს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მიზნებთან შესაბამისი შესყიდვების პროცესების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი განხორციელება;
- შესყიდვების გეგმების მომზადება, პერიოდული განახლება და შესრულების მონიტორინგი;
- წლიური შესყიდვების ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
- შეკვეთების პროგნოზირება და მიწოდების ვადების კონტროლი;
- მომწოდებლებისა და კონტრაქტორების მოძიება, შეფასება და შერჩევა;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება (ფასი, ვადები, პირობები);
- ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის ორგანიზება და შესრულების პირობების კონტროლი;
- მომწოდებლისგან მიღებული დოკუმენტაციის სისწორისა და სრულყოფილების კონტროლი;
- კომპანიისთვის საჭირო პროდუქციის, მასალების, ტექნიკისა და ინვენტარის განსაზღვრა და შესყიდვის პროცესის ორგანიზება ხელმძღვანელებთან შეთანხმებით;
- შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება;
- ტენდერისთვის საჭირო ტექნიკური დავალებებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
- ტენდერებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია;
- სატენდერო წინადადებების მიღება, ანალიზი და შედარებითი ანგარიშების მომზადება;
- გამარჯვებული პრეტენდენტების შერჩევის პროცესის მონიტორინგი სამართლებრივი და ტექნიკური თვალსაზრისით;
- შესყიდვების პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შემცირების რეკომენდაციების მომზადება;
პროფესიული ცოდნა და უნარები
- უმაღლესი განათლება;
- შესყიდვების სფეროში არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული (აუცილებელი) ენების ცოდნა;
- ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება;
- შესყიდვების სრული ციკლის დამოუკიდებლად მართვის უნარი;
- კომპიუტერის ძირითადი უნარები (MS Office, ელექტრონული ფოსტა)
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: HR-ops@trc.ge
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
