შემდეგი
30 იან - 28 თებ
შესყიდვების მენეჯერი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ბუკნარი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Hr@buknarihotel.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
პრემიუმ ხარისხის ზღვისპირა სასტუმრო კომპლექსი Buknari Hotel მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროდან 10 მეტრში, ბათუმიდან 15 წუთის სავალზე.
სასტუმრო შედგება 104 ნომრისგან და აერთიანებს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მათ შორის დახურულ და ღია აუზებს, რესტორნებს, პადელის მოედანს, ბიჩ-ქლაბსა და რეკრეაციულ სივრცეებს.
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც შემოგვიერთდებიან გუნდში, რათა ბერთად უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტის მომსახურება ჩვენი სტუმრებისთვის.
Buknari Hotel აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:შესყიდვების მენეჯერი
ხელფასი: 3 500 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის შესყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და ოპტიმიზაცია;
- ბაზრის ანალიზი და მომწოდებელთა მონაცემების კვლევა შესყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად;
- პროდუქტის შეძენის სრული პროცესის მართვა და მონიტორინგი(შეკვეთები, კონტრაქტები, მიღება, ინვენტარიზაცია);
- დოკუმენტაციის დამუშავება და რეგულარული რეპორტინგი;
- შესყიდვების პროგრამის დანერგვა, მართვა და პროცედურების სტანდარტიზაცია;
- მომწოდებლებთან კოორდინაცია ფასების, მიწოდების, ლოგისტიკის და სპეციალური აქციების შესახებ;
- ახალი მომწოდებლების მოძიება, შეფასება და კონტრაქტების წარმოება;
- მარაგების ბრუნვის, ინვენტარისა და ხარისხის მონიტორინგი დაკონტროლი;
- შესყიდვების ბიუჯეტის მომზადება, განაწილება და კონტროლი;
- სტრატეგიული შეძენების გადაწყვეტილებების მიღება პრემიუმ დასეზონურ პროდუქტებზე;
- მიწოდების გრაფიკების, ტრანსპორტირების და ინვენტარის მოძრაობის კონტროლი;
- სამზარეულოს პროდუქტების ტენდერების ორგანიზება; მჭიდრო თანამშრომლობა ფინანსურ დეპარტამენტთან, სამზარეულოს და F&B გუნდებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხარისხი, დროული მიწოდებადა ბიუჯეტის დაცვა;
- მოვალეობების განაწილება, სამუშაოს მონიტორინგი და შესრულების შეფასება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
- შესყიდვების პროცესების, კონტრაქტების, ინვენტარის მართვის და პროცედურების ოპტიმიზაციის გამოცდილება;
- ბაზრის ანალიზის, მომწოდებელთა მონიტორინგის და შესყიდვების სტრატეგიული დაგეგმვის უნარი;
- ბიუჯეტის მართვის, ფინანსური რეპორტინგის და დანახარჯების კონტროლი;
- ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკების და გუნდური მუშაობის უნარები;
- კონტრაქტების შეფასება და მომწოდებელთა შესრულების შეფასების უნარი ხარისხის სტანდარტების დაცვით;
- MS Office-ის პროგრამების, ERP ან სხვა შესყიდვების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი და სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@buknarihotel.com
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი,
დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული
დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ
სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები