დღეს - 14 იან
ვიპ CV
სასერვისო ჯგუფის ინჟინერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა სამოქალაქო საინჟინრო საქმე
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1500 - 1850

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
ინსერვისი აცხადებს ვაკანსიას სასერვისო ჯგუფის ინჟინერის (გეგმიური სამუშაოების განყოფილება) პოზიციაზე

კომპანია: ინსერვისი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ
კომპანია ინსერვისი ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდან და არის საქართველოს წამყვანი საინჟინრო კომპანია, რომელიც ახორციელებს გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და სხვა საინჟინრო სისტემების გეგმიურ ტექნიკურ მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით.
ჩვენი კლიენტები წარმოადგენენ კომერციულ ცენტრებს, ბანკებს, სასტუმროებს, საოფისე და საცხოვრებელ კომპლექსებს.
ჩვენი კლიენტები 2009 წლიდან არიან: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ტერა ბანკი, თეგეტა მოტორსი, ახალი ნათება, ამანათი და ა.შ.
კომპანიის ზრდასთან ერთად ვეძებთ გეგმიური სამუშაოების ინჟინერს, რომელიც უზრუნველყოფს კლიენტების ობიექტებზე საინჟინრო სისტემების გეგმიური მომსახურების შესრულებას დადგენილი რეგლამენტებისა და ტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • გეგმიური სამუშაოების შესრულება — დავალებების მიღება, დაგეგმვა და შესრულება დადგენილი წესის მიხედვით
  • გათბობა-კონდიცირება და ვენტილაციის სისტემების აღრიცხვა — დანადგარების აღწერა, პარამეტრების დაფიქსირება და მონაცემების განახლება
  • გეგმიური ტექნიკური მომსახურების ჩატარება — HVAC სისტემების გეგმიური შემოწმება და მომსახურება სრული რეგლამენტის გათვალისწინებით
  • ტექნიკური შემოწმებების შესრულება — დანადგარების შემოწმება ტექნიკური პარამეტრებისა და მითითებების მიხედვით
  • კლინეტთან ადგილზე ვიზიტი — პრობლემების პირველადი დიაგნოსტირება და საჭირო ინფორმაციის შეგროვება
  • მომსახურების შედეგების დოკუმენტირება — შესრულებული სამუშაოების დეკლარირება შესაბამის აპლიკაციებში, ფოტოების და მონაცემების ატვირთვა

სამუშაო გრაფიკი
  • კვირაში 40 სამუშაო საათი
  • დასვენების დღეები: კვირა + დამატებით ერთი სამუშაო დღე არჩევით (ჯამში კვირაში 2 დღე)

ანაზღაურება და პირობები
ყოველთვიური ანაზღაურება: 1500 – 1850 ლარი (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

დამატებითი ანაზღაურება:
  • ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება
  • დამატებითი ბონუსების სისტემა

შრომითი ხელშეკრულების მინიმალური ვადა: 6 თვე
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე (სრულად ანაზღაურებადი)
გამოსაცდელი პერიოდის საფეხურები
(სრული პერიოდი არ აღემატება 3 თვეს)

პირველი ეტაპი – შესავალი
  • მიმაგრება კვალიფიციურ თანამშრომელზე (დამხმარე მენეჯერი)
  • სამუშაო პროცესის გაცნობა
  • ტრენინგისა და პასუხისმგებლობის გარეშე

მეორე ეტაპი – ტექნიკური მომზადება
  • შიდა ტექნიკური და მიზნობრივი ტრენინგი (ჯამში 6 საათი)
  • მიმაგრება მენეჯერზე სამუშაო სპეციფიკის დახვეწისთვის
  • ეტაპობრივად იზრდება პასუხისმგებლობა და დატვირთვა

მესამე ეტაპი – დამოუკიდებელი საქმიანობა
  • საჭირო ინვენტარის მიღება
  • შესაბამისი ტრენინგების დასრულება
  • გეგმიური სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულება

ფინანსური ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის თითოეულ ეტაპზე.
  • პირველი ეტაპი: 800 ლარი (დარიცხული ნამუშევარი დღეების მიხედვით)
  • მეორე ეტაპი: 1100 ლარი (დარიცხული ნამუშევარი დღეების მიხედვით)
  • მესამე ეტაპი: 1500 ლარი (დარიცხული ნამუშევარი დღეების მიხედვით)

სამივე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ თანამშრომელი გადადის ძირითადი შტატში, შესაბამისი ფიქსირებული ხელფასით, რომელიც წინასწარ განსაზღვრული ანაზღაურების ბადეშია მოყვანილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას!
შეკეთება / მონტაჟი
HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 2