15 დეკ - 13 იან
სტარტი
გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ინჟინრერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    შეკეთება / მონტაჟი HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • ენები: ქართული
შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ინჟინრის პოზიციაზე

პოზიციის აღწერა:
გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ინჟინერი პასუხისმგებელია კომპანიის ობიექტებში გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემების ექსპლუატაციაზე, ტექნიკური პრობლემების დროულ გამოვლენასა და გადაწყვეტაზე, ასევე მონტაჟის ზედამხედველობაზე და პროექტების განხორციელებაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • სხვადასხვა ტიპის კონდიციონერების (კედლის, კოლონური, ჭერ-იატაკის, კასეტური, არხული ტიპის, VRF სისტემები) მოვლა, ექსპლუატაცია და შეკეთება;
  • გათბობის ქვაბებისა და დანადგარების მოვლა, ექსპლუატაცია და შეკეთება; რეესტრის წარმოება, გეგმიური საპროფილაქტიკო სამუშაოების ვადებში კონტროლი;
  • გათბობა, კონდიცირება და ვენტილაციის აგრეგატების მონიტორინგი;
  • პროექტების განხილვა და მონტაჟის ზედამხედველობა;
  • მცირე დაზიანებების აღმოფხვრა გათბობა, კონდიცირება და ვენტილაციის სისტემებში;
  • მაცივარ-აგენტების ჟონვის ადგილების დადგენა და დაზიანებების აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ტექნიკური ან საინჟინრო განათლება;
  • HVAC სისტემების ინჟინერის კვალიფიკაცია;
  • სასურველია მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება გათბობისა და ვენტილაციის სფეროში;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია);
  • კომუნიკაბელურობა, კოლეგიალობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და ტექნიკური პრობლემების დროულად მოგვარების უნარი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 12.01.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 577 362308

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/YkR6o8A8OH
შეკეთება / მონტაჟი
HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება
ნახვები
უნიკალური ნახვები