15 ოქტ - 13 ნოე

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 2 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ინგლისური
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის Do IT in Georgia-ს პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:
  • Do IT in Georgia-ს პროექტის ფარგლებში არსებული პროგრამების მართვა და კოორდინაცია;
  • ტრენინგ პროვაიდერებთან და IT კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • პროექტის მონაწილეებთან და ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
  • პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება, გაანალიზება და კონტროლი;
  • ბაზრის კვლევა და ანალიზი;
  • პროგრამების დიზაინის შემუშავება, განახლება და გაუმჯობესება;
  • ხარისხის მართვა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • გუნდთან ერთად მუშაობა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება:
    • პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
    • საგანმანათლებლო პროექტების მართვის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
    • IT სფეროში ან/და IT პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
  • ენები: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის კარგ დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • დაგეგმვისა და მართვის უნარები;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები