15 ოქტ - 13 ნოე
პროექტების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამუშაო სახლიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული
საქველმოქმედო ფონდი „ერთად შევცვალოთ სამყარო“ ეძებს გუნდის ახალ წევრს პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ფონდის შესახებ: ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას (მედიკამენტებისა და ოპერაციების დაფინანსების გზით) გულისხმობს. ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს და აქტივობას მართავენ მოხალისეები. ფონდს საოპერაციო ხარჯი საერთოდ არ აქვს: ხელფასს არავინ იღებს, არ გვაქვს მივლინებები, არ ვყიდულობთ რაიმე მომსახურებას და ა.შ.. თუ რომელიმე მიმართულება აუცილებლად დასაფინანსებელი გახდა, ფონდში ჩართული მოხალისეები ამას საკუთარი სახსრებით ახორციელებენ. (მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.changetheworld.ge/about).
ვეძებთ გუნდის წევრს: საინტერესო იდეებით, მოხალისეობრივი განწყობით და უანგაროდ სხვების დახმარების სურვილით, რომელსაც უნდა რეალურ პროექტებში ჩართვა, პასუხისმგებლობის აღება და პროფესიული ზრდა საქველმოქმედო საქმიანობის გზით.

პროექტების მენეჯერი (მოხალისე)

სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური
დატვირთვა: დღეში საშუალოდ 1 საათამდე
გრაფიკი: მოქნილი, თავსებადი სწავლასთან ან ძირითად სამსახურთან
ანაზღაურება: მოხალისეობრივი, ანაზღაურების გარეშე

ფუნქცია და მოვალეობები:
  • ფონდის საქველმოქმედო პროექტებისა და ინიციატივების დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • ახალი პროექტების იდეების ჩანიშვნა და მათი განხორციელების ორგანიზება;
  • პროექტების მიზნების, ძირითადი ეტაპებისა და ვადების განსაზღვრა;
  • პროექტებში ჩართული მოხალისეების საქმიანობის კოორდინაცია და გუნდური თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • მიმდინარე პროექტების პროგრესის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში პროცესების გაუმჯობესება;
  • პროექტების შედეგების შეჯამება და გუნდისთვის ინფორმაციის გაზიარება.

რას ველით შენგან:
  • პროექტების მართვის ან კოორდინაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის;
  • მოტივაციას, ჩაერთო მოხალისეობრივ საქმიანობაში და შენი წვლილი შეიტანო ბავშვების დახმარებაში.
  • ორგანიზებულობასა და დროის ეფექტიანად მართვის უნარს;

ჩვენ გთავაზობთ
  • უპირველეს ყოვლისა, ბევრ სითბოს, სიყვარულსა და ბენეფიციარების მადლიერებით სავსე უკუკავშირს.
  • ასევე, მეგობრულ და მხარდამჭერ გარემოს, სადაც შეძლებ საკუთარი იდეების განხორციელებას, რეალური პასუხისმგებლობის აღებასა და ისეთი პროექტების მართვას, რომელთა შედეგებიც ბავშვების ცხოვრებაზე უშუალოდ აისახება.

რას გაძლევს მოხალისეობა:
  • სოციალური გავლენა – დაეხმარები ბავშვებს
  • პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე
  • ახალი კავშირები, განვითარება და რეკომენდაცია
  • პროფესიული გამოცდილება

როგორ შემოგვიერთდე?
თუ გინდა, რომ შენი დრო, ცოდნა და ენერგია მნიშვნელოვან საქმეს მოახმარო, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@changetheworld.ge

ელფოსტის სათაურში მიუთითე: „პროექტების მენეჯერი (მოხალისე)“
ერთად შევცვალოთ სამყარო - ერთი კეთილი საქმით, ერთი პროექტით, ერთი ბავშვის უკეთესი მომავლით!

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები