15 ოქტ - 14 ნოე
კვლევისა და განვითარების პროექტის მენეჯერი
საქართველოს მასშტაბით
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა აზარტული თამაშები და კაზინოები მედია და კომუნიკაციები მარკეტინგი და რეკლამა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამუშაო სახლიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    დასვენება და მოგზაურობა აზარტული თამაშები და კაზინოები
    მედია და კომუნიკაციები მარკეტინგი და რეკლამა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): მაგისტრი
  • ენები: რუსული,ინგლისური
ვეძებთ R&D Project Manager-ს უკრაინული პროდუქტული IT კომპანიის (iGaming სფერო) ინტერნეტმარკეტინგის დეპარტამენტში.

კომპანია ეძებს გამოცდილ სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება performance marketing-ისა და media buying-ის მიმართულებით ახალი მიდგომების მოძიებაზე, შემოწმებასა და დანერგვაზე.

პოზიციის მთავარი მიზანია ბაზრის სისტემური კვლევა, პერსპექტიული იდეების გამოვლენა, მათი კონკრეტულ ჰიპოთეზებად ჩამოყალიბება, ტესტირების პროცესის ორგანიზება და წარმატებული გადაწყვეტილებების კომპანიის სამუშაო პროცესებში დანერგვა.

ძირითადი მოვალეობები:
  • ბაზრის, კონკურენტებისა და აქტუალური ტენდენციების კვლევა;
  • ახალი GEO-ების, პროდუქტების, სარეკლამო მიდგომების, კრეატიული ფორმატებისა და ტრაფიკის წყაროების მოძიება;
  • ახალი ტექნოლოგიების, სერვისების, ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების შესწავლა;
  • ჰიპოთეზების ჩამოყალიბება და მათი ტესტირების მკაფიო გეგმების შემუშავება;
  • ანალიტიკოსების, მარკეტოლოგების, დიზაინერების, media buyer-ებისა და ტექნიკური სპეციალისტების მუშაობის კოორდინაცია;
  • დავალებების განაწილება, ვადებისა და შესრულების ხარისხის კონტროლი;
  • ტესტირების შედეგების ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
  • ჰიპოთეზების, ტესტირების შედეგებისა და მიღებული დასკვნების ბაზის წარმოება და განახლება;
  • წარმატებული გადაწყვეტილებების მასშტაბირება და სხვადასხვა გუნდში დანერგვა;
  • დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან უშუალო კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე;
  • გამოცდილება Project Management-ის, R&D-ის, Marketing Research-ის, Product Management-ის ან performance marketing-ის მიმართულებით;
  • ჰიპოთეზების ტესტირებისა და შეფასების პროცესების ცოდნა;
  • ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
  • Excel-ის / Google Sheets-ის გამოყენებისა და ანალიტიკურ მონაცემებთან მუშაობის უნარი;
  • რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის უნარი;
  • სხვადასხვა გუნდის მუშაობის ორგანიზებისა და დასახული ამოცანების შედეგამდე მიყვანის უნარი;
  • სისტემური მიდგომა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, დეტალებისადმი ყურადღება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ახალი ტექნოლოგიების, ტენდენციებისა და ინსტრუმენტების მიმართ მუდმივი ინტერესი;
  • რუსული ენის თავისუფლად ფლობა, როგორც ზეპირად, ისე წერილობით — აუცილებელია გუნდთან და ხელმძღვანელობასთან ყოველდღიური სამუშაო კომუნიკაციისთვის.

უპირატესობად ჩაითვლება:
  • გამოცდილება media buying-ის, mobile apps-ის ან affiliate marketing-ის მიმართულებით;
  • სარეკლამო ანალიტიკასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებისა და ავტომატიზაციის გადაწყვეტილებების დანერგვის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:
  • სრულად დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას;
  • დეპარტამენტის ახალი მიმართულებების განვითარებაზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობას;
  • საჭირო რესურსებს პერსპექტიული ჰიპოთეზების შესამოწმებლად და განსახორციელებლად;
  • სამუშაო გრაფიკს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00–20:00 (საქართველოს დროით);
  • კონკურენტულ ანაზღაურებას, ანაზღაურებად შვებულებასა და ავადმყოფობის გამო ანაზღაურებად გაცდენის დღეებს.


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: h.siniakova@thhub.io

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები