დღეს - 16 ოქტ
Aftersales მენეჯერი
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების შემდგომი სერვისის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები გაყიდვების შემდგომი სერვისის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
დეველოპერული კომპანია ,,პანორამა ჯგუფი’’ აცხადებს ვაკანსიას Aftersales Manager-ის პოზიციაზე ქუთაისში.

ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს უკვე გაყიდული ბინების მესაკუთრეებთან ურთიერთობას და ოფისში მოსული პოტენციური მომხმარებლების პირველად მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:
  • უკვე გაყიდული ბინების მესაკუთრეებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • მომხმარებლებისთვის პროექტის მიმდინარეობისა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მესაკუთრეების შეკითხვებისა და მოთხოვნების მიღება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
  • ოფისში შემოსული, ბინის შეძენით დაინტერესებული მომხმარებლების მიღება;
  • დაინტერესებული პირებისთვის პროექტის შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება და პრეზენტაციის ჩატარება;
  • მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა და შესაბამის გაყიდვების მენეჯერთან გადამისამართება;
  • მომხმარებელთან მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პოზიტიური გამოცდილების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:
  • გამართული მეტყველება და კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციისა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე, გაყიდვებში, მომხმარებელთა მომსახურების ან დეველოპერულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები
  • ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №8
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი
  • სამუშაო საათები: 10:00 – 18:00

თუ ხარ კომუნიკაბელური, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს მუშაობა დინამიურ, განვითარებად დეველოპერულ კომპანიაში, გამოგვიგზავნე შენი CV ელ.ფოსტაზე info@panoramagroup.ge
განაცხადის ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 2026 წელი.
გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების შემდგომი სერვისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები