დღეს - 22 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების შემდგომი სერვისის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების შემდგომი სერვისის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
სილქ დეველოპმენტი სილქ როუდ ჯგუფის შემადგენელი, (იხ. https://silkdevelopment.ge/ge/) საქართველოში უძრავი ქონების განვითარების წამყვანი კომპანიაა. ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მიმზიდველ და შთამაგონებელ პროექტებს საქართველოს ღირსშესანიშნავ ადგილებში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცნობილ საერთაშორისო არქიტექტურულ სტუდიებთან და მათთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული პროექტი მორგებული იყოს მდებარეობის უნიკალურ მახასიათებლებს, ისტორიას და ჰარმონიულად ერწყმოდეს გარემოს.
სილქ დეველოპმენტი ამჟამად გთავაზობთ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობას:
ადგილმდებარეობა - თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული
სამუშაო საათები - 10:00 – 19:00 სთ
ანგარიშვალდებულია: კომერციულ დირექტორთან
დაქვემდებარებული პოზიცი(ები)ა: NA
ძირითადი მოვალეობები:
- არსებული კლიენტების ბაზების მართვა და რეპორტინგი
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია
- კლიენტების მხრიდან შემოსული მოთხოვნების დამუშავება და ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადება
- სამეზობლო ჯგუფების მართვა და მათი დროული ინფორმირება
- პრობლემური საკითხების ეფექტურად მართვა
- ობიექტზე ვიზიტები: თეთრი კარკასის ტურის დაგეგმვა და მართვა, საჭიროების შემთხვევაში დაუგეგმავი ვიზიტების განხორციელება, გარემონტებული ბინების შემოწმება და ჩაბარებისთვის მომზადება
- ბინების ჩაბარების პროცესის დაგეგმვა და მართვა, გასაღებების გადაცემის ჩათვლით
- იუსტიციის სახლში სარეგისტრაციო პროცესის დაგეგმვა, კლიენტებთან კომუნიკაცია, შესყიდვის რეგისტრაცია და გასაღებების გადაცემა
- საბოლოო პროდუქტის ფორმირებაში მონაწილეობა: დიზაინერების მხარდაჭერა, კლიენტებთან საბოლოო დიზაინის შეთანხმების კოორდინაცია და რემონტის შერჩევის/ცვლილებების მართვა
- ბინებში არსებული დეფექტების მონიტორინგი და მათი აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის პირებთან გადამისამართება
- საჭიროების შემთხვევაში კლიენტებთან კომუნიკაცია ბინის ჩაბარების შემდეგ
- ხელმძღვანელის მითითებით სხვა დაკავშირებული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების შემდგომი მომსახურების, უძრავი ქონების, ქონების მართვის ან კლიენტთა მხარდაჭერის მიმართულებით;
- კლიენტებთან ურთიერთობის, დოკუმენტაციისა და პრობლემების მოგვარების გამოცდილება;
- სამშენებლო და სარემონტო პროცესების ცოდნა
- ხელშეკრულებების, სამართლებრივი დოკუმენტაციისა და უძრავი ქონების გაყიდვების რეგისტრაციის მართვის გამოცდილება;
- Excel-ისა და ანგარიშგების ინსტრუმენტების მაღალ დონეზე ცოდნა, CRM სისტემის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა, სხვა უცხოური ენის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება;
- ზეპირი და წერითი კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრობლემების გადაჭრის ძლიერი უნარები;
- კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა პრობლემების გადაჭრის აქტიური (პროაქტიური) პოზიციით.
სილქ დეველოპმენტი ამჟამად გთავაზობთ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობას: https://silkdevelopment.selfrecruit.ge/s/fX5Bv
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
გაყიდვების შემდგომი სერვისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
