შემდეგი
14 აგვ - 12 სექ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საავტომობილო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
საავტომობილო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, სხვა
- ენები: ქართული
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, შემოვლითი გზა
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვებისა და კომერციული საქმიანობის მართვა
- გაყიდვების გეგმებისა და მიზნების განსაზღვრასა და შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა;
- კორპორაციულ მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობების განვითარება და მართვა;
- გაყიდვების შედეგების ანალიზი, ანგარიშგება და პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესება.
სერვის ცენტრის საოპერაციო მართვა
- სერვის ცენტრის ყოველდღიური საქმიანობისა და სამუშაო პროცესების ორგანიზება, მართვა და კონტროლი;
- Scania-ს კორპორაციული, საოპერაციო და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- საოპერაციო საკითხებისა და პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტიანი რეაგირება;
- მარაგების, შეკვეთებისა და პერიოდული ინვენტარიზაციის პროცესის კონტროლი;
- სამუშაო სივრცის, პროდუქციის განთავსებისა და სალარო ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა დადგენილ სტანდარტებთან;
- მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა და მომსახურების პროცესში წარმოშობილი საკითხების ეფექტიანი მართვა.
გუნდის მართვა
- თანამშრომლებს შორის სამუშაოს ეფექტიანი განაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
- სამუშაო დისციპლინისა და კომპანიის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- თანამშრომლებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
- რეგულარული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და გუნდის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- B2B / კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
- გაყიდვების, კომერციული საქმიანობის, ფილიალის ან სერვის ცენტრის მართვის გამოცდილება;
- გაყიდვების გეგმებისა და KPI-ების მართვის გამოცდილება;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- სატვირთო ავტომობილების მომსახურებისა და ზოგადი აგებულების ცოდნა;
- ბიზნეს პროცესებისა და კომერციული საქმიანობის მართვის გამოცდილება;
- ანგარიშგებისა და ბიზნეს ანალიზის მომზადების გამოცდილება.
აუცილებელი უნარები:
- განვითარებული ლიდერული და მენეჯერული უნარები;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის უნარი;
- შედეგებზე და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- პრიორიტეტების ეფექტიანად განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და თანამშრომელთა განვითარების უნარი;
- ცვლილებების მართვისა და ადაპტაციის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები