დღეს - 15 სექ
სტარტი
სექციის სუპერვაიზორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruitment-geo@maf.ae
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 - 1700
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ბონუსები და წახალისება,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში, სექციის სუპერვაიზორის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებული ანაზღაურება: 1500-1700 ლარი;
- კვარტალური ბონუსი;
- 10% ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე კარფურში;
- 20% ფასდაკლება კვებაზე;
- ჯანმრთელობის საოჯახო დაზღვევა;
- სწრაფი განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
- თაროების მოწესრიგება და მომხმარებლისთვის პროდუქციის მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- შეკვეთების კონტროლი და მოწოდების პროცესის მონიტორინგი;
- პროდუქციის ფასის, ხარისხის, ჰიგიენისა და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა;
- სარეკლამო და პრომო კამპანიების სრულყოფილი შესრულება;
- გუნდის დასწრებისა და საქმიანობის შესრულების კონტროლი, ასევე ახალი თანამშრომლების გადამზადების უზრუნველყოფა;
- საწყობის სისუფთავის, მოწესრიგებულობის, ასევე სასაწყობე პროდუქციის ხარისხის, უსაფრთხოების, ჰიგიენური ნორმებისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი;
- დეპარტამენტის მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის შესრულებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@maf.ae
წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სექციის სუპერვაიზორი - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას" (ს/ნ.: 404923749; იურ. მის.: ქ. თბილისი, საქართველო, ქალაქი თბილისი, ისნის რაიონი, ნავთლუღის ქ., N8ა) მიერ. მათ შორის, უფლებამოსილი პირის, შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს“ (ლიცენზიის N.: 240254; მის.: საფოსტო ყუთი 22797, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადაა ერთი წელი. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გავუზიაროთ „კარფურის“ პარტნიორ ფრენშაიზ კომპანიებს, მათი არსებული და/ან სამომავლო ვაკანსიების ფარგლებში თქვენი კანდიდატურის მიმდინარე ან სამომავლო დასაქმების შესაძლებლობის შეფასებისა და განხილვის, ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენი კონფიდენციალურობის ვებ-ფორმის საშუალებით: Privacy Webform https://privacy-center.majidalfuttaim.com/client/9dbce182-3ec8-44db-b76e-3e58365b528f?lang=EN&country=UAE#/exercise-your-rights ან, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: recruitment-geo@maf.ae განაცხადის წარდგენითა და ინფორმაციის გაზიარებით(მათ შორის, თქვენი CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმის) თქვენ აცხადებთ ცალსახა თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გადაცემაზე ზემოაღნიშნული მიზნებითა და პირობების შესაბამისად.
შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

