შემდეგი
11 აგვ - 09 სექ
დისტრიბუციის დისპეტჩერი/ ლოგისტიკის კონტროლერი
თბილისი, დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@gagroup.com.ge
ტელეფონი: +995 595 93 23 32
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარშრუტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია, მარშრუტის თვალყურის დევნება და მონიტორინგი, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარშრუტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია, მარშრუტის თვალყურის დევნება და მონიტორინგი, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი
- ენები: ქართული
G&A Group აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის დისპეტჩერის / ლოგისტიკის კონტროლერის პოზიციაზე
G&A Group არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია „რერა“, „ხინდა“, “ნობათი”,რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.
G&A Group მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.
თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ფუნქცია- მოვალეობა
- დისტრიბუციის მძღოლების სამუშაო პროცესის კონტროლი და ოპერატიული მხარდაჭერა;
- სადისტრიბუციო მანქანების მითვლის და დატვირთვის პროცესის სწორი წარმართვა დოკუმენტაციის მიხედვით;
- ავტომობილების საწვავის გაცემა, საწვავის ხარჯვის აღრიცხვა და კონტროლი;
- სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მონიტორინგი;
- საგზაო ჯარიმების აღრიცხვა, კონტროლი და დროული რეაგირება;
- ავტომობილებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და განახლება;
- სადისტრიბუციო მანქანების ტემპერატურისს ყოველდღიური კონტროლი და რეპორტინგი ;
- მძღოლებთან და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- ყოველდღიური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია 1C 8.3 ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო ადგილი ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29.
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00 საათიდან 18:00 სთ-მდე;
ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ;
კომპანია უზრუნველყოფს ერთჯერად კვებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gagroup.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: დისტრიბუციის დისპეჩერი / ლოჯისტიკის კონტროლერი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
G&AGroup ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარშრუტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია,
მარშრუტის თვალყურის დევნება და მონიტორინგი,
მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები