დღეს - 03 სექ
ონლაინ შეკვეთების მენეჯერი
თბილისი, ლილო, ჭირნახულის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი, ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1500
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი, ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
კომპანია „MS holding“ - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

"MS holding" გეძებს შენ ონლაინ შეკვეთების მენეჯერის პოზიციაზე

რისი გაკეთება მოგიწევს:
  • ონლაინ შეკვეთების სრული ციკლის მართვა: მიღებიდან მომხმარებლისთვის წარმატებულ მიწოდებამდე;
  • შემოსული შეტყობინებების დროული დამუშავება;
  • შეკვეთების რეგისტრაცია და მართვა APEX პროგრამაში;
  • მიწოდების პროცესის კონტროლი;
  • მომხმარებლის კონსულტირება პროდუქციის, ფასების, მარაგებისა და მიწოდების პირობების შესახებ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ონლაინ შეკვეთების მართვის, ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • APEX პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის საბაზისო ცოდნა;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, ჭირნახულის ქუჩა, #4;
  • სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული რეჟიმი: კვირაში 2 დღე ოფისიდან, 3 დღე დისტანციურად;
  • დასვენება კვირაში 2 დღე, რომლებიც არ ემთხვევა შაბათ-კვირას;
  • სამუშაო საათები: ოფისიდან: 09:30-18:00; დისტანციურად: 13:00-21:00;
  • ანაზღაურება: საწყისი 1200 ₾, სამი თვის შემდეგ ფიქსირებული 1500 ₾ + ბონუსი

ჩვენ გთვაზობთ:
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
  • სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge
გთხოვთ ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.


ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები