დღეს - 27 აგვ
სტანდარტი
მომსახურების ცენტრის აღმრიცხველი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ენერგეტიკა ტექნიკური მხარდაჭერა და ტექნიკური მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული
შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის აღმრიცხველის პოზიციაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო /პროფესიული ან უმაღლესი განათლება;

დამატებითი მოთხოვნები:
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიაში შემუშავებული კომერციული ციკლის შესაბამისად გაზის მრიცხველის ზუსტი ჩვენების აღება, მრიცხველზე მკაფიოდ გარჩევადი ფოტოსურათის გადაღება და პლანშეტურ კომპიუტერში დაფიქსირება;
  • აბონენტებისათვის ქვითრების და სხვა საჭირო დოკუმენტების დადგენილ ვადაში მიწოდება;
  • თავის სამოქმედო არეალში გაზგამანაწილებელი ქსელის სისტემატიური მეთვალყურეობა, მასზე შესაძლო თვითნებური მიერთებისა და გაზის დატაცების ფაქტების გამოსავლენად;
  • თავის სამოქმედო არეალში რეგისტრირებული აბონენტების საკონტაქტო მონაცემებში ცვლილებების დაფიქსირება და ასახვა შესაბამის რეესტრებში ან/და აღრიცხვის ელექტრონულ საშუალებაში;
  • აღრიცხვის კვანძებზე ლუქების და დალუქვის მთლიანობის შემოწმება და თითოეული დარღვევის ფაქტის შესახებ ინფორმაციის დადგენილი წესით გადაცემა;
  • მომხმარებლებთან დამონტაჟებული გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების აღწერა (ინვენტარიზაცია), მრიცხველის წარმადობასთან გადამეტების, ასევე სხვა დარღვევების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება;

უნარ-ჩვევები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
ანაზღაურება კონკურენტული

დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://my.te.ge/

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 29 აგვისტო;

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს „თბილისი ენერჯისთვის“ გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება(შენახვა) განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით ან / და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.
შპს „თბილისი ენერჯი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.

გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ენერგეტიკა
ტექნიკური მხარდაჭერა და ტექნიკური მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები