დღეს - 31 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
სერვის ინჟინერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@argo.ge
ტელეფონი: +995 591700004
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია
მექანიკური ინჟინერია ენერგეტიკა ტექნიკური მხარდაჭერა და ტექნიკური მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი, მაგისტრი
- ენები: ინგლისური,რუსული
სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას სერვის ინჟინერის თანამდებობაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.argo.ge
სტრუქტურული ერთეული - ტექნიკური დეპარტამენტი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოო ხაზისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების იდენტიფიცირება, ტექნიკური კატალოგების მიხედვით სწორი კოდების მოძიება და სპეციფიკაციების მომზადება;
- ტექნიკური ნაწილების შესყიდვის მოთხოვნების გაფორმება.
- საჭირო სათადარიგო ნაწილების სწორი გამოყენება,რაოდენობის და მდგომარეობის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ჩანაცვლება და აღრიცხვა. სასაწყობო მარაგების კონტროლი და მათი დროული შევსება.
- დანადგარების ტექნიკური შემოწმება/დათვალიერება , ასევე საწყობში მიღებული ახალი ნაწილების ვიზუალური და ტექნიკური შემოწმება დამონტაჟებამდე.
- დაზიანებული დეტალების გამოცვლა და აღდგენა.
- ახალი დანადგარების მონტაჟი და გამართვა.
- ჩამოსასხმელი ხაზების უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა.
- მექანიკური გაუმართაობების დიაგნოსტირება და დროული რეაგირება.
- ტექნიკურ დოკუმენტაციისა და სარემონტო ჩანაწერების შედგენა.
- შრომის უსაფრთხოების და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი ტექნიკური განათლება (მექანიკა/ინჟინერია)
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება კვების ან სასმელების მწარმოებელ ქარხანაში, სასურველია ჩამომსხმელ ხაზებზე სერვის ინჟინრის პოზიციაზე;
- მექანიკური სისტემებისა და დანადგარების ცოდნა
- პნევმატური და ჰიდრავლიკური სქემების, ასევე ელექტრონული ნახაზების კითხვის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ავტომატიზებული საწარმოო ხაზების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ტექნიკური ინსტრუქციების წასაკითხად
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
- კონკურენტულ ანაზღაურებას.
- კვებას
- ორგანიზაციის ტრანსპორტით მომსახურებას.
თქვენს მიერ მოწოდებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია არგოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -
„ სერვის ინჟინერი“ ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995 591700004.
გისურვებთ წარმატებას!
ინჟინერია
მექანიკური ინჟინერია
ენერგეტიკა
ტექნიკური მხარდაჭერა და ტექნიკური მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
