დღეს - 13 აგვ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი, ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი, ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- ენები: ქართული
შპს ევროინვესტი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა:თბილისი
კომპანია:შპს ევროინვესტი
დასაქმება:სრული განაკვეთი
კომპანიის შესახებ
შპს „ევროინვესტი“ არის მზარდი იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო ბრენდებს და ოპერირებს როგორც საცალო ქსელებსში ასევე HoReCa სექტორში.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა და მართვა;
- Cash Flow-ის დაგეგმვა და ლიკვიდურობის მართვა;
- ფინანსური ანგარიშგებების (P&L, Balance Sheet, Cash Flow) მომზადება, ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
- ბიზნესის ფინანსური და ოპერაციული შედეგების ანალიზი, ტენდენციების გამოვლენა და რეკომენდაციების მომზადება;
- გაყიდვების, მომგებიანობის, მარჟების, ხარჯების, მარაგებისა და სამუშაო კაპიტალის მუდმივი მონიტორინგი;
- KPI-ების შემუშავება, მონიტორინგი და შესრულების შეფასება;
- სხვადასხვა დეპარტამენტისთვის ანალიტიკური ანგარიშებისა და Dashboard-ების მომზადება;
- ბიზნეს პროცესების ანალიზი, გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- ფინანსური და ოპერაციული მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილებების მხარდაჭერა;
- ფინანსური პროცესებისა და ანგარიშგების ავტომატიზაციის პროექტებში მონაწილეობა;
- ბონუსების გაანგარიშების პროცესის მართვა, არსებული საბონუსე მოდელის დახვეწა და ეფექტიანობის გაუმჯობესება;
- კომპანიის სხვა საინვესტიციო პროექტებში ჩართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულების;
- ფინანსურ მენეჯერის, ფინანსური ანალიტიკოსის ან Business Analyst-ის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- ფინანსური მოდელირების, ბიუჯეტირების და ბიზნეს ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ფინანსური და ოპერაციული მონაცემების ანალიზისა და ვიზუალიზაციის უნარი;
- ძლიერი ანალიტიკური, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- საინტერესო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობას.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე - hr@euroinvest.ge - ზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
