დღეს - 26 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ფინანსური მენეჯერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი, სხვა
  • ენები: ინგლისური
Trump Tower Tbilisi წარმოადგენს მასშტაბურ პროექტს, რომელიც Archi Group-სა და Biograpi Living-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი არქიტექტურულად გამორჩეულ ექვს შენობას მოიცავს, რომელთა შორის ინტეგრირებული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდირებული საცხოვრებელი რეზიდენციები. პროექტი მოიცავს:
დედაქალაქის ყველაზე მაღალ და გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობას;
პრემიუმ კლასის ბიზნესცენტრს;
ლუქს-კლასის სავაჭრო სივრცეებს;
ლუქს-კლასის ბრენდულ სასტუმროს;
უმაღლესი დონის რესტორნებსა და პრემიუმ გასართობ სივრცეებს;

Trump Tower Tbilisi-ის პროექტისთვის ვეძებთ ფინანსურ მენეჯერს და მისი ფუნქიცები იქნება:
  • კომპანიის ფინანსური სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და აღსრულება;
  • გრძელვადიანი და მოკლევადიანი ფინანსური გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • წლიური ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • ფაქტიური მონაცემების შედარება ბიუჯეტთან და გადახრების ანალიზი;
  • ფინანსური ანგარიშგებების და რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისთვის;
  • პროექტების ფინანსური პროგნოზირება;
  • კომპანიის ფინანსური რისკების მართვა;
  • კომპანიაში არსებული კონტრაქტების პირობების შეფასება, ფინანსური რისკების დაზღვევის თვალსაზრისით;
  • პროექტის ფინანსური ეფექტიანობის მუდმივი ანალიზი და ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება;
  • აუდიტორებთან, ბანკებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაცია;
  • ფინანსური პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ რეგულაციებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუცილებელია მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების მიმართულებით;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
  • აუცილებელია Microsoft Office-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია IFRS სტანდარტების ცოდნა.


თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები