დღეს - 12 აგვ
ვიპ
ქიმიური ანალიზების ლაბორანტი
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@uglubricants.com
ტელეფონი: +995 551 62 75 51
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია წარმოება/ოპერაციები ქიმიური წარმოება - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
სამრეწველო ავტომატიზაცია - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია წარმოება/ოპერაციებიქიმიური წარმოება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):წარმოება
სამრეწველო ავტომატიზაცია - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: რუსული
UG Lubricants აცხადებს ვაკანსიას ქიმიური ანალიზების ლაბორანტის პოზიციაზე.
კომპანიის აღწერა:
UG Lubricants არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საავტომობილო და სამრეწველო სექტორისთვის განკუთვნილი საპოხი მასალების, ზეთებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში.
კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას, რომელიც მდებარეობს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, მორგებულს სხვადასხვა ინდუსტრიის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც კომპანიის მდგრადი ზრდისა და წარმატების საფუძველს წარმოადგენს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ნედლეულის, შუალედური და მზა პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება
- პროდუქციის ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა, მათ შორის: სიმკვრივე, სიბლანტე და სხვა ტექნიკური პარამეტრები
- პროდუქციის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა საწარმოო პროცესის ყველა ეტაპზე
- ანალიზის შედეგების დაფიქსირება და დოკუმენტირება ლაბორატორიულ ჟურნალებში და ელექტრონულ აღრიცხვის სისტემებში (Excel / შიდა პროგრამა)
- საწარმოო პროცესში ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი მონაცემების ანალიზი
- პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფა დადგენილ ტექნიკურ და ხარისხის სტანდარტებთან
- ლაბორატორიული საზომი მოწყობილობებისა და ინვენტარის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და კონტროლი
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და შიდა რეგულაციების დაცვა
- შიდა შემოწმებებსა და ხარისხის კონტროლის პროცესებში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ქიმიის ან ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულებით
- ლაბორატორიულ სამუშაოებში გამოცდილება – ჩათვლება უპირატესობად
- რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა (B1-B2).
- ლაბორატორიული საზომი მოწყობილობებთან მუშაობის უნარი
- ხარისხის კონტროლის სტანდარტების (ISO, ASTM და სხვ.) ცოდნა – ჩათვლება უპირატესობად
- სიზუსტე, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და შესრულების უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი (Full time)
სამუშაო გრაფიკი / ფორმატი:
სრული – ოფისში მუშაობა (ქუთაისი)
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
ანაზღაურება:
ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ბენეფიტები:
- სამედიცინო დაზღვევა
- თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა
- სტაბილური სამუშაო გარემო და დაგეგმილი სამუშაო პროცესი
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით
შენიშვნა
წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების შპს „UG Lubricants“-ისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით და დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@uglubricants.com
Subject-ში მიუთითეთ ვაკანსია, რომელზე საკონკურსოდაც აგზავნით თქვენს რეზიუმეს. სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ გადაირჩევა.
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 62 75 51
მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია
წარმოება/ოპერაციები
ქიმიური წარმოება
ნახვები
უნიკალური ნახვები
