დღეს - 20 ივლ
სენაკის ტექნოპარკის ფაბლაბის / სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის სპეციალისტი
სენაკის მუნიციპალიტეტი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება ლაბორატორია ინფორმაციული ტექნოლოგიები სხვა, IT მხარდაჭერა
  • ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება ლაბორატორია
    ინფორმაციული ტექნოლოგიები სხვა, IT მხარდაჭერა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას სენაკის ტექნოპარკის ფაბლაბის (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის) სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: სენაკის ტექნოპარკის ფაბლაბის (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის) სპეციალისტი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 19 ივლისი
სამუშაო ადგილი: სენაკის ტექნოპარკი (სენაკი, წერეთლის ქუჩა 8.).

მოვალეობები:
  • სენაკის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) მომხმარებლებისათვის მომსახურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა პროტოტიპირებისა და ტექნოლოგიური დანადგარების გამოყენების პროცესში;
  • სენაკის ტექნოპარკის ფაბლაბში ტრენინგებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და საკონკურსო აქტივობების ინიცირება, დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
  • სენაკის ტექნოპარკის მენეჯერის საქმიანობის მხარდაჭერა;
  • სენაკისტექნოპარკის ფაბლაბის აქტივობების პოპულარიზაციაში მონაწილეობის მიღება, პრეზენტაციებისა და სხვა აქტივობების საშუალებით;
  • სენაკის ტექნოპარკის ფაბლაბის დანადგარების მოვლა-პატრონობისა და გამოყენების წესების შესწავლა, გათვალისწინება და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • სენაკის ტექნოპარკის ფაბლაბის ლოგისტიკის, ინვენტარისა (ხელსაწყოები, ინსტრუმენტები, ა.შ.) და ტექნიკის მართვა;
  • ფაბლაბის საწყობის მარაგების მართვა;
  • სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და შესაბამის მენეჯერებთან კოორდინაციით, დანადგარების სახარჯი მასალებითა და საჭირო ხელსაწყოებით მომარაგების უზრუნველყოფა;
  • ფაბლაბში მოწესრიგებული, უსაფრთხო და ორგანიზებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
  • ვიზიტები თბილისისა და სხვა რეგიონულ ტექნოპარკებში საჭიროებისამებრ, ადმინისტრაციული და სასწავლო მიზნებისათვის;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება და მენეჯერისთვის წარდგენა;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი (ტექნიკური, საინჟინრო, დიზაინის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით).
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:
  • ინგლისური ენისა და Microsoft Office-ის ცოდნა;
  • გრაფიკული ან/და საწარმოო დიზაინის, 2D/3D მოდელირების პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროგრამირებად დაზგა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ელექტრონიკასა და ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაო გამოცდილება ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის, საჯარო პრეზენტაციების მოწყობისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • ზეპირი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 ივლისი, 2026.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია
ინფორმაციული ტექნოლოგიები
სხვა,
IT მხარდაჭერა
ნახვები
უნიკალური ნახვები