დღეს - 07 აგვ
სტანდარტი
შესყიდვების სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: beatrismiminoshvili@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური
სამშენებლო კომპანია ,, კოტეკონს კონსთრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიცაზე.
Coteccons Construction 20 წელზე მეტი გამოცდილებით წარმოადგენს ვიეტნამის ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო კომპანიას. კომპანია ახორციელებს მსხვილმასშტაბიან საცხოვრებელ, კომერციულ, სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, იყენებს თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებს და თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.
კომპანია ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს საქართველოში, რაც კომპანიის გრძელვადიან ხედვას, მაღალ ამბიციებსა და საქართველოს სამშენებლო სექტორის განვითარებაში აქტიურ ჩართულობას უსვამს ხაზს.
ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან პროფესიონალს, რომელსაც სურს განვითარება, მუშაობა საერთაშორისო სტანდარტების მქონე სამშენებლო პროექტებზე და გამოცდილ პროფესიონალებთან თანამშრომლობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო მასალებისა და მომსახურებების შესყიდვების დაგეგმვა პროექტების საჭიროებების მიხედვით;
- მომწოდებლების მოძიება, შეფასება და ბაზრის ანალიზი;
- ფასების მოლაპარაკება და საუკეთესო პირობების შეთანხმება;
- შეკვეთების კონტროლი და მიწოდების ვადების მონიტორინგი;
- შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით (აუცილებელია სამშენებლო სფეროში);
- სამშენებლო მასალების ბაზრის ცოდნა ;
- ინგლისური ენა (პროფესიული სამუშაო დონე)
- ძლიერი მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ხარისხზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- კოორდინაციის უნარი;
- მართვის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00);
- სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი #37
- ანაზღაურება 2500 (ხელზე ასაღები)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევას;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: beatrismiminoshvili@gmail.com
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს ,,კოტეკონს კონსთრაქშენმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „კოტეკონს კონსტრაქშენის“ ბაზაში.
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
