დღეს - 07 აგვ
სტარტი
სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი
თბილისი, საბურთალო
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995558659611
მისამართი: პოლიტკოვსკაიას 14 ა

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციული ასისტირება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება პროფესიული განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1000 - 2000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 5-დან 10 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციული ასისტირება, განყოფილების მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება განათლების მენეჯმენტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება, ადამიანური რესურსების მართვა
  • ენები: ინგლისური
უსაფრთხოების აკადემია აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კოლეჯის სასწავლო პროცესების დაგეგმვას, კოორდინაციას, მონიტორინგსა და განვითარებას, პროფესიული განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, ეროვნული სტანდარტებისა და კოლეჯის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
  • სასწავლო განრიგების, კალენდარული გეგმებისა და სასწავლო ცხრილების მომზადების პროცესის მართვა;
  • სასწავლო პროცესის უწყვეტობისა და ხარისხიანი განხორციელების უზრუნველყოფა;
  • პროფესიული მასწავლებლების, პროგრამების ხელმძღვანელებისა და ადმინისტრაციული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებში;
  • სტუდენტთა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების მართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების ინიცირება;
  • საწარმოო/სასწავლო პრაქტიკის ორგანიზების პროცესის კოორდინაცია დამსაქმებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;
  • შეფასების პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა;
  • სასწავლო დოკუმენტაციის, ჟურნალების, შეფასებებისა და სხვა აკადემიური ჩანაწერების კონტროლი;
  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებული შიდა რეგულაციების, ინსტრუქციებისა და ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;
  • პროფესიული განათლების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და მათი დანერგვის ხელშეწყობა;
  • ავტორიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში აქტიური მონაწილეობა;
  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და ანგარიშგების მომზადება;
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებთან (EMIS და სხვა შესაბამისი პლატფორმები) მუშაობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: safetyacademiacollege@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995558659611
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები