დღეს - 16 ივლ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები
უსაფრთხოება/დაცვა/გამოძიება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):კორპორატიული სერვისები
უსაფრთხოება/დაცვა/გამოძიება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება
- ენები: ქართული
დაცვის კომპანია "ალგანი" დაარსდა 2004 წელს, ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 12, 000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის "ალგანში" დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადება ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 1500 (net)
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაუწიოს კოორდინაცია ოფისში შემოსულ ზარებს, გასცეს ამომწურავი პასუხი მომსახურებასა და ფასზე დაინტერესებულ პირებს;
- საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს მოლაპარაკებები მომხმარებლებთან;
- უზრუნველყოს მომხმარებლის პროგრამულად დარეგისტრირება;
- ყოველთვიურად მოამზადოს სხვადასხვა ტიპის რეპორტი;
- შეასრულოს სხვა ადმინისტრაციული საკითხები მისი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
