დღეს - 30 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
1 C პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი
თბილისი, დიდი დიღომი, ნესტან-დარეჯანის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@zoomart.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
1C - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 4-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
1C - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს. კომპანია აერთიანებს საცალო ფილიალებსა და ონლაინ გაყიდვების არხებს, მუშაობს საერთაშორისო ბრენდებთან და მართავს ფართო ასორტიმენტს სხვადასხვა კატეგორიაში. ის არის იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Nature's Variety, Champion Petfoods (Acana, Orijen), Josera, Ferplast, KONG, Morando SPA, Versele-laga, Animology, Moderna, Applaws, Canvit, Dorian, Animonda, Antos, Wanpy, Flexi, Catzone, Earth Rated, Inodorina, Oxbow.
კომპანია ,,ზოომარტი’’ აცხადებს ვაკანსიას 1 C პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი:
სამუშაო დღეები: ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი
ადგილმდებარეობა:
ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ნესტან-დარეჯანის N31;
პოზიციის შესახებ
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ 1C პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის ბიზნესპროცესების ავტომატიზაციასა და 1C სისტემის განვითარებაში. პოზიცია მოიცავს ახალი ფუნქციონალის შექმნას, არსებული მოდულების გაუმჯობესებას, ERP სისტემებთან ინტეგრაციასა და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შემუშავებას.
ძირითადი მოვალეობები
- 1C პლატფორმაზე ახალი მოდულების დიზაინი, განვითარება და დანერგვა;
- არსებული მოდულების მხარდაჭერა, ოპტიმიზაცია და გაუმჯობესება;
- ERP სისტემებთან ინტეგრაციის დაგეგმვა და განხორციელება;
- 1C „მაღაზია-საწყობის“ (ვერსია 8.2.19) განვითარება და ადმინისტრირება;
- მონაცემთა გაცვლისა და ინტეგრაციის მექანიზმების შემუშავება;
- რეპორტინგისა და BI მიმართულებით გადაწყვეტილებების შექმნა და განვითარება;
- ბიზნესმოთხოვნების ანალიზი და ტექნიკური გადაწყვეტების მომზადება;
- სისტემის ტესტირება, ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
- მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა და კონსულტაცია;
- ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და განახლება;
- პროექტებში აქტიური მონაწილეობა და სხვა გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
აუცილებელი მოთხოვნები
- მინიმუმ 4–5 წლიანი გამოცდილება 1C პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით;
- 1C პლატფორმაზე პროგრამირების პრაქტიკული გამოცდილება;
- ERP სისტემებთან ინტეგრაციის გამოცდილება;
- 1C „მაღაზია-საწყობის“ (ვერსია 8.2.19) ცოდნა და მასთან მუშაობის გამოცდილება;
- ახალი მოდულების შექმნისა და არსებული მოდულების განვითარების გამოცდილება;
- SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- რეპორტინგისა და BI გადაწყვეტილებების შექმნის გამოცდილება;
- საცალო ვაჭრობის (Retail) სექტორის ბიზნესპროცესების ცოდნა;
- ანალოგიური სისტემების დანერგვისა და მხარდაჭერის გამოცდილება.
სასურველი კვალიფიკაცია
- 1C პლატფორმის ახალი ვერსიების ცოდნა;
- REST API/Web Services-თან ინტეგრაციის გამოცდილება;
- Git-ის ან სხვა ვერსიების მართვის სისტემების გამოყენების გამოცდილება;
- რუსული და/ან ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- Agile/Scrum მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ახალი ტექნოლოგიებისა და ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
- პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- საინტერესო და მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
- კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@zoomart.ge
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება 1 C პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი“ - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ
კანდიდატებთან.
თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ანდა რეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა ერთი წელი.
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია / ფინანსები
1C
ნახვები
უნიკალური ნახვები
