დღეს - 15 ივლ
სტანდარტი
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
ფოთი
ხობის მუნიციპალიტეტი, ყულევი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@bsp.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
1C - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
1C - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები: რუსული
შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
სამუშაო ადგილი სოფ: ყულევი (ქ.ფოთთან ახლოს)
სამუშაო გრაფიკი ორშაბათი – პარასკევი, 09:00–18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და უწყვეტი მონიტორინგი.
- სამუშაო გარემოში არსებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და კონტროლის ზომების შემუშავება.
- შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება და განახლება.
- სამსახურებრივ ტრავმებთან, ავარიებთან და ინციდენტებთან დაკავშირებული გამოძიების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
- თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების სწავლების, ბრიფინგებისა და ტრენინგების ჩატარება.
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) მოთხოვნის, დარიგებისა და გამოყენების კონტროლი.
- სამუშაო პროცესების შესაბამისობის შემოწმება ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
- შრომის უსაფრთხოების მონაცემების აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშების წარდგენა კომპანიის მენეჯმენტსა და შრომის ინსპექციაში.
- ახალი პროექტების, დანადგარებისა და ტექნოლოგიური პროცესების დანერგვამდე უსაფრთხოების შეფასების უზრუნველყოფა.
- უზრუნველყოფს, რომ კომპანია მოქმედებდეს საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში.
- ჩაატაროს შიდა ინსპექტირება და კონტროლი უსაფრთხოების წესების შესრულებაზე.
- უზრუნველყოს დარღვევების აღმოფხვრის რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგს.
- მონაწილეობს შრომის ინსპექციის მიერ განხორციელებულ შემოწმებებში და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას.
- ვალდებულია დროულად აცნობოს მენეჯმენტს ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
- აქვს უფლება შეაჩეროს სამუშაო პროცესი, თუ ის წარმოადგენს მყისიერ საფრთხეს მუშაკთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
- ვალდებულია მოითხოვოს თანამშრომლებისგან უსაფრთხოების წესების დაცვა.
- მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო კომისიების მუშაობაში ინციდენტებისას.
- წარადგინოს წინადადებები უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
- უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების მართვის ორგანიზება.
- უზრუნველყოს მონიტორინგი, ინსპექტირება, ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების ჩატარება.
- უზრუნველყოს დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი
- უმაღლესი ტექნიკური ან სამშენებლო განათლება
- სამშენებლო ობიექტზე მუშაობის გამოცდილება
- შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა
- სიმაღლეზე მუშაობისა და სამშენებლო რისკების კონტროლის გამოცდილება
- უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების ჩატარების უნარი
- MS Office-ის ცოდნა
- NEBOSH/OSHA სერტიფიკატები უპირატესობაა
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას;
- მეგობრულ გუნდს;
- სრულ მხარდაჭერასა და განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2026 წლის 16 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე : HR@bsp.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ქალაქი.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია / ფინანსები
1C
ნახვები
უნიკალური ნახვები
