დღეს - 30 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ადმინისტრატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება, ბიზნესის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა სამედიცინო პრაქტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სმენური გრაფიკი – დღის ცვლა
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: პროფესიული კოლეჯი, ბაკალავრი, სხვა
  • ენები: ქართული,რუსული,ინგლისური

ექიმ ბუბნოვსკის სამედიცინო ცენტრი არის საერთაშორისო ქსელის წევრი, რომელიც ს.მ. ბუბნოვსკის მეთოდით წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: ფინეთში, მონტენეგროში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, ირლანდიაში, კვიპროსზე, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ბელორუსიაში.

ცენტრი სპეციალიზდება ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და ოპერაციისა და მედიკამენტების გარეშე მკურნალობაში. პაციენტებს ვთავაზობთ ინდივიდუალურად შედგენილ სარეაბილიტაციო პროგრამებს ოსტეოქონდროზის, მალთაშუა დისკის თიაქრის, სქოლიოზის, ართრიტის, ართროზის, კოქსართროზისა და სხვა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემების დროს. ასევე ვახორციელებთ ტრავმისა და ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას.


ჩვენი მიზანია თანამედროვე, ეფექტური და უსაფრთხო მეთოდებით დავეხმაროთ პაციენტებს ტკივილის შემცირებაში, მოძრაობის თავისუფლების აღდგენასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი, რომელიც ორიენტირებულია პაციენტზე, განვითარებასა და მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, შემოგვიერთდით!


ვეძებთ ჩვენს პროფესიონალთა გუნდში ახალ წევრს ადმინისტრატორის პოზიციაზე!


ძირითადი მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული;
  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება;
  • გაქვს მინიმალური გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან მზად ხარ ისწავლო სწრაფად;
  • ფლობ კომპიუტერულ პროგრამებს (Excel, Google Sheets; AmoCRM — პლუსია);
  • შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია ქართულად, სასურველია რუსულად ან/და ინგლისურადაც.


შენი ამოცანები იქნება:

  • პაციენტების მიღება, რეგისტრაცია და ჩაწერა;
  • ზარებზე პასუხის გაცემა და მომხმარებლების ინფორმირება;
  • სალაროსთან და ტერმინალთან მუშაობა;
  • საორგანიზაციო საკითხების მართვა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • ჩვენი პროცედურებისა და კურსების პრეზენტაცია შეთავაზება პაციენტებისთვის.


რას გთავაზობთ ჩვენ?

  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდის პერსპექტივას — ადმინისტრატორიდან მენეჯერობამდე;
  • ტრენინგებს და მხარდაჭერას განვითარებისთვის;
  • ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს გაყიდვებიდან


გამოაგზავნე შენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hrbygiuli@gmail.com simmetria.hr.ge@gmail.com

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ადმინისტრატორი.
მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს გუნდში!


გისურვებთ წარმატებას1


ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება,
ბიზნესის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები