დღეს - 16 ივლრედაქტირებულია - დღეს
ვიპ
ადმინისტრაციული პროცესების მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, დ.გამრეკელის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: marketing@leaf.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: განათლება
განათლების მენეჯმენტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური
განათლების ცენტრი LEAF აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული პროცესების მენეჯერის პოზიციაზე
განათლების ცენტრი LEAF არის ორგანიზაცია მრავალწლიანი გამოცდილებით. ჩვენი გუნდის წევრებმა თავისი მოღვაწეობის 18 წლის მანძილზე ასობით მოსწავლესა და სტუდენტს მისცეს საშუალება, გაეგრძელებინათ სწავლა საზღვარგარეთ, ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში.
ჩვენ მოსწავლეებს ვთავაზობთ სრულ მხარდაჭერას, სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მომზადებაში, საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად საჭირო აპლიკაციებისა თუ ესსეებზე მუშაობასა და ასევე სასწავლო გრანტების მოპოვებაში.
განათლების ცენტრი LEAF არაერთი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტის პარტნიორია. ცენტრის მომსახურება მოსწავლეებსა და სტუდენტებს აძლევს საშუალებას გააგრძელონ სწავლა მსოფლიოს ნებისმიერ ინგლისურენოვან სასწავლებელში.
ჩვენი მისია:
სრულყოფილად დავეხმაროთ საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ პირებს მათზე მორგებული პროგრამის პოვნასა და შემდგომ წარმატებით ჩარიცხვაში.
ჩვენი ხედვა:
პოპულარიზაცია გავუწიოთ სწავლის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით და გავზარდოთ შესაძლებლობების აღქმის ცნობადობა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ სეგმენტში.
ჩვენი ღირებულებები:
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
უნარ-ჩვევები:
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ანაზღაურება:
ხელფასი შეთანხმდება შერჩეულ კანდიდატთან.
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (1 საათი შესვენება)
სამუშაო ადგილი: გამრეკელის 19, ბიზნეს ცენტრი

- კეთილგანწყობილი გარემო, სადაც წახალისებულია თანამშრომელთა და მომხმარებელთა ინიციატივა;
- განვითარებაზე ორიენტირებული გარემო - ახალი პროცესების დანერგვაზე ღიაობა, თანამშრომელთა და მომხმარებელთა პერსონალიზებული მხარდაჭერა;
- საერთაშორისო პარტნიორობების დამყარება საგანმანათლებლო მიმართულებით;
- გუნდური მუშაობა - კრიტიკული ანალიზი და პრობლემების გადაჭრის გზებზე ერთობლივად მუშაობა, პრობლემების შესაძლებლობებად ქცევა, მეგობრული განწყობა, მცირერიცხოვანი გუნდი, სადაც თითოეულ ჩვენგანს მეტად აქვს თვითგამოხატვისა და განვითარების შესაძლებლობა
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- სასწავლო პროცესების მართვა;
- აკადემიურ მრჩევლებთან სტუდენტების შეხვედრების ორგანიზება;
- პირველადი კომუნიკაცია სტუდენტებთან;
- სასწავლო კურსების ხელშეკრულებების წარმოება და გადახდის ვადების კონტროლი (College Counseling, ბანაკები, ენის კურსები);
- ჩატარებული გაკვეთილების საათების და სტუდენტების აღრიცხვის წარმოება პედაგოგებთან კომუნიკაციით და ფინანსური სამსახურისთვის მიწოდება;
- დიაგნოსტიკური ტესტირებების მართვა;
- შემომავალი კორესპონდენციის (ზარები, ფოსტა, ელ.ფოსტა) მენეჯმენტი
- სტუდენტთა ბაზის მართვა
- საერთაშორისო განათლების გამოფენების ორგანიზებაში ჩართულობა
- საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობა
- საზოგადოებასთან ურთიერთობა
- კომუნიკაბელურობა
- დროის მართვის უნარი
- გუნდური მუშაობის სურვილი
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- სავალდებულოა: ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე
- ბაკალავრიატის კურსდამთავრებული
- სამუშაო გამოცდილება (სასურველია საგანმანათლებლო სფეროში);
- კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (Microsoft Word, Excel, PowerPoint, Google Drive, Google Docs, Google Meet, Zoom).
ანაზღაურება:
ხელფასი შეთანხმდება შერჩეულ კანდიდატთან.
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (1 საათი შესვენება)
სამუშაო ადგილი: გამრეკელის 19, ბიზნეს ცენტრი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: marketing@leaf.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
CV უნდა გამოაგზავნოთ 2026 წლის 15 ივლისამდე.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები