დღეს - 10 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
უფროსო იურისტი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    იურიდიული იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
Trump Tower Tbilisi წარმოადგენს მასშტაბურ პროექტს, რომელიც Archi Group-სა და Biograpi Living-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი არქიტექტურულად გამორჩეულ ექვს შენობას მოიცავს, რომელთა შორის ინტეგრირებული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდირებული საცხოვრებელი რეზიდენციები. პროექტი მოიცავს:
  • დედაქალაქის ყველაზე მაღალ და გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობას;
  • პრემიუმ კლასის ბიზნესცენტრს;
  • ლუქს-კლასის სავაჭრო სივრცეებს;
  • ლუქს-კლასის ბრენდულ სასტუმროს;
  • უმაღლესი დონის რესტორნებსა და პრემიუმ გასართობ სივრცეებს;

Trump Tower Tbilisi-ის პროექტისთვის ვეძებთ უფროს იურისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების - წესდებების, დებულებების, პარტნიორთა შეთანხმებების, ხელშეკრულებების პროექტების შექმნა/რედაქტირება/რევიზია ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტებზე მუშაობა;
  • ადმინისტრაციულ ორგანოებში წარდგენის მიზნით, სხვადასხვა სახის დოკუმენტების მომზადება;
  • არქიტექტურულ პროექტებზე ნებართვის აღების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაცია და ნებართვების მიღების ვადების კონტროლი;
  • კორესპონდენციის მართვა;
  • საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;
  • თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
  • ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
  • აუცილებელია სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ადვოკატის მოწმობა სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
  • აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა (საერთაშორისო კერძო სამართლის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების MS Office -ის ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები