დღეს - 21 ივლრედაქტირებულია - დღეს
ასოცირებული პარტნიორი / სამართლებრივი პრაქტიკის ხელმძღვანელი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო: იურიდიული იურიდიული მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
იურიდიული კომპანია: Commercial Law Services (CLS), მისამართი: ბათუმი, სტეფანე ზუბალაშვილის N37, სადარბაზო 6, ოფისი 25ბ ვებგვერდი:https://clsc.ge
ახორციელებს იურიდიულ მომსახურეობას 2002 წლიდან.
სპეციალიზირებული - კომერციული სამართლის მიმართულებით.
აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ასოცირებული პარტნიორი / სამართლებრივი პრაქტიკის ხელმძღვანელი

შესასრულებელი ფუნქციები :
  • კლიენტებთან სრული კომუნიკაცია, შემოსულ საქმეებზე მომსახურეობის პირობების (მათ შორის ჰონორარის) შეთანხმება, ხელშეკრულებების გაფორმება, მათთან ანგარიშწორების კონტროლი;
  • იურიდიული პრაქტიკის მართვა, შემოსული საქმეების გაცნობა, პირველადი შეფასება, დავალებების განაწილება ოფისის იურისტებზე/ადვოკატებზე.
  • ოფისის იურისტების/ადვოკატების საქმიანობის კოორდინაცია, გაცემული დავალებების შესრულების კონტროლი;
  • ადვოკატების/იურისტების თვიური დატვირთვების დამოწმება;
  • შემოსული განცხადებების/წინადადებების განხილვა და შეფასება;
  • პრაქტიკის განვითარება, ახალი სერვისების დანერგვა;
  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • რისკების შეფასება და ხარისხის კონტროლი;

მოთხოვნები კანდიდატისადმი:
  • საადვოკატო საქმიანობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ( სამოქალაქო სამართალის და/ან საერთო სპეციალიზაციით);
  • იურიდიულ სფეროში საქმიანობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები;
  • საქმიანი და იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა;
  • ლიდერობა, პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კორექტულობა, კეთილგანწყობა და პროფესიული ეთიკა;
  • უცხო ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია (უპირატესობა ენიჭება რუსულ და ინგლისურ ენებს);

სამუშაო პირობები:
  • საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი და აღჭურვილი საკუთარი ოფისი, ქ. ბათუმში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ;
  • ინტელექტუალური მუშაობისათვის მყუდრო, კომფორტული და მეგობრული გარემო;
  • სამუშაო რეჟიმი: კვირაში არანაკლებ 48 სთ-ი, საკუთარი დაგეგმვით.

ბენეფიტები:
  • პროფესიული ზრდის და განვითარების პერსპექტივა;
  • ახალი კონტაქტები;
  • კომპანიის / მისი გუნდის პროფესიული რეპუტცია;
ანაზღაურება :
პირადად წარმოებულ საქმეებზე - შეთანხმებული ანაზღაურება (მაღალი პროცენტული სტანდარტით) (საშემოსავლო და საპენსიო გადასახადის ჩათვლით);
იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელობა (ოფისის ადვოკატების /იურისტების წარმოებაში არსებული საქმეებიდან) - შეთანხმებული პროცენტი მომსახურეობის ღირებულებიდან, დავალების შესრულებაში ჩართულობის გათვალისწინებით;
სხვა დატვირთვებიდან - ინდივიდუალურად, დავალების სირთულის, შესრულებაზე დახარჯული დროის და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით;

შენიშვნა:
კონკრეტული კლიენტის დავალების (მომსახურეობის) ღირებულებას განსაზღვრავს ასოცირებული პარტნიორი / სამართლებრივი პრაქტიკის ხელმძღვანელი;
ჰონორარი გაიცემა, მხოლოდ კლიენტის მიერ ფაქტობრივად ანაზღაურებულ მომსახურეობაზე;

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ.ფოსტაზე. info@clsc.ge
წინადადებების მიღების ვადა - 22 ივლისამდე.

იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები