შემდეგი
24 ივნ - 24 ივლ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა, გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): საწვავის ხარჯების ანაზღაურება,კომპანიის ავტომობილი,ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა, გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრულიად საქართველოს მასშტაბით.
შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს „ვასაძის პურის“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების წარმომადგენელი (პრისელერი TT მიმართულებით)
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი/აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები;
ოფისის მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული);
ანაზღაურება: სტაჟირების შემდგომ მინიმუმ 1500 ლარი, საშუალოდ 2000-3000 ლარი;
ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია.
ფუნქცია/მოვალეობა:
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის გაყიდვა და შეკვეთების მიღება;
- არსებული კლიენტების მომსახურება და ახალი ობიექტების მოძიება;
- პროდუქციის განლაგების, ნაშთების, ფასებისა და ვადების კონტროლი;
- პროდუქციის პრეზენტაციისა და ბრენდული სტანდარტების დაცვა;
- გაყიდვების გეგმის შესრულება და რეალიზაციის ზრდაზე მუშაობა;
- დებიტორული დავალიანებებისა და გადახდების კონტროლი;
- შეკვეთებისა და ვიზიტების შესახებ ინფორმაციის დროული აღრიცხვა და ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია სადისტრიბუციო მიმართულებით;
- მოლაპარაკებებისა და გაყიდვების ეფექტური უნარები;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და კომუნიკაციის მაღალი უნარი;
- ბაზრის ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
- განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
- ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა,
გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია
ნახვები
უნიკალური ნახვები