დღეს - 15 ივლ
გაყიდვების უფროსი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური
სადაზღვევო ბროკერი ჯი ეს (საერთაშორისო საბროკეროს უილის თაუერს უოთსონი-ს წარმომადგენლობა საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების უფროსის თანამდებობაზე. ვეძებთ, კანდიდატს რომელიც დაინტერესებულია სადაზღვევო სფეროში გრძელადიანი პროფესიული განვითარებით.

სამუშაო აღწერილობა:
გაყიდვების უფროსი პასუხისმგებელია კორპორატიული კლიენტების მოძიებასა და მომსახურებაზე, სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვებისა და პორტფელის ზრდის უზრუნველყოფაზე, ასევე ბაზრის ანალიზზე, გაყიდვების მიზნების შესრულებასა და ბიზნესის განვითარების მხარდაჭერაზე.

ძირითადი მოვალეობები
  • არსებული პორტფელის ჩაბარება როგორც ჯანმრთელობის ისე არასიცოცხლის მიმართულებით
  • კომპანიის გაყიდვების გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და გაყიდვების მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა
  • ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება
  • სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება
  • კორპორატიული კლიენტებისთვის შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაცია
  • კლიენტებისათვის დაზღვევის პირობების, გამონაკლისებისა და დაფარვების დეტალური განმარტება
  • კომპანიის წარდგენა სხვადასხვა მაღალი რგოლის შეხვედრებზე
  • გრძელვადიანი ურთიერთობის აწყობა სხვადასხვა პარტნიორებთან
  • კლიენტების კმაყოფილებაზე ზრუნვა და მთელი წლის განმავლობაში მათი სერვისის მონიტორინგი

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • კორპორატიული გაყიდვების, ბიზნესის განვითარების ან სადაზღვევო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • გაყიდვების გუნდის მართვისა და თანამშრომლების განვითარების პრაქტიკული გამოცდილება
  • კორპორატიული კლიენტების მოძიების, მოლაპარაკებების წარმოებისა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარების გამოცდილება
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა. (აუცილებელი მოთხოვნა)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება, შედეგზე ორიენტირებულობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი

ბენეფიტები

სადაზღვევო ბროკერი ჯი ეს საქართველოში 2011 წელს დაარსდა და ერთ-ერთ წამყვან სადაზღვევო ბროკერს წარმოადგენს. ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ხელფასს და საკომისიო სქემას
  • ჯანმრთელობის, სიცოცხლის, უბედური შემთხვევისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას
  • სადაზღვევო გამოცდების (CII) დაფინანსებას
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • გუნდურ და დინამიურ გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@gsg.com.ge 2026 წლის 15 ივლისამდე.
CV-ების მიღება მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე და ვაკანსია დაიხურება შესაბამისი კანდიდატის შერჩევისთანავე.
გაყიდვები
გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია
ნახვები
უნიკალური ნახვები