დღეს - 07 აგვ
სტანდარტი
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
რუსთავი
კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია, გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა სამშენებლო მასალები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია, გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    მშენებლობა სამშენებლო მასალები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური,რუსული
წარმატებული ქართული კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე

თუ გაქვთ გაყიდვების სტრატეგიული მართვის, ბიზნესის განვითარების და გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება, გიწვევთ შემოუერთდეთ პროფესიონალთა გუნდს.

ძირითადი მოვალეობები
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და შესრულების მართვა;
  • გაყიდვების ანალიტიკის წარმოება, გაყიდვების შედეგების შეფასება და პროგნოზირება;
  • გაყიდვების გეგმებისა და ბიუჯეტის მომზადება, შესრულების კონტროლი და შედეგების ანალიზი;
  • ახალი კლიენტებისა და ბიზნესპარტნიორების მოძიება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე;
  • მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
  • გაყიდვების პროცესების, სტანდარტებისა და სამუშაო სისტემების შექმნა და გაუმჯობესება;
  • დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდაზე ორიენტირებული პროცესების დანერგვა;
  • გაყიდვების გუნდის დაკომპლექტება, მართვა, სწავლება, მოტივაცია და შედეგების შეფასება;
  • თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
  • კომპანიის გაყიდვების მიზნების შესრულების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • B2B გაყიდვების პრინციპებისა და ბიზნესგანვითარების პროცესების ცოდნა;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე; დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა შესაბამის სფეროში.

პიროვნული უნარები
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ლიდერული და მმართველობითი უნარები;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ინიციატივიანობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და თანამშრომელთა განვითარების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ
  • სრული განაკვეთი;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ.ფოსტაზე: talentpx@gmail.com
ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: „გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი“.
გმადლობთ დაინტერესებისთვის. მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
გაყიდვები
გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია,
გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები