შემდეგი
24 ივნ - 15 ივლრედაქტირებულია - 24 ივნ
პერსონალური ასისტენტი
თბილისი, დიდი დიღომი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy.fsg@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული
ფილანტროპია - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, სხვა, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
ააიპ „პირველი ნაბიჯი საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე - ქალაქ თბილისში.
„პირველი ნაბიჯი“ ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი
პერსონალური ასისტენტი სათანადო დახმარებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის გაზრდაში, განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისების სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას.
მოვალეობები:
- ბენეფიციარის დახმარება თვითმოვლის პროცედურებში (კვება, ჩაცმა, დალაგება, ბანაობა), სახლიდან სკოლასა და თერაპიებზე წაყვანა, გასეირნება;
- ბავშვთან მომუშავე მულტიგუნდის მიერ მოწოდებული ცხრილების შევსება მულტიგუნდის ინსტრუქციების მიხედვით;
- ბავშვისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვა;
- კრიზისული სიტუაციების განმუხტვა წინასწარ შეთანხმებული გეგმის საფუძველზე;
- ემოციური თვითრეგულაციის მხარდაჭერა;
- ოჯახის პატივისცემა.
შესარჩევი კადრების რაოდენობა: 2
სამუშაო დატვირთვა: სრული
ანაზღაურება:
სამუშაო დღეებში - ერთი საათი -ხელზე ასაღები 6.5 ლარი
არასამუშაო დღეებში - ერთი საათი -ხელზე ასაღები 7 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com. განცხადებების მიღების ბოლო ვადა -15 ივლისი 2026
გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები