დღეს - 22 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ანაზღაურებადი სტაჟირება - ავტომატიზაციის ინჟინერი
თბილისი, საბურთალო
ქიმიური მასალების მწარმოებელი კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია ელექტრო ინჟინერია, სამრეწველო ინჟინერია
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება ქიმიური ნივთიერებები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: სტაჟირება შემდგომი დასაქმების პერსპექტივით
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): პარკინგის ადგილის უზრუნველყოფა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ინჟინერია ელექტრო ინჟინერია, სამრეწველო ინჟინერია
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    წარმოება ქიმიური ნივთიერებები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ინგლისური
ქიმიური მასალების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ავტომატიზაციის ინჟინრის პოზიციაზე

კომპანია: ქიმიური მასალების მწარმოებელი კომპანია;
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს რაიონი;
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე (ინდივიდუალური შედეგების მიხედვით);
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (შესაძლებელია ინდივიდუალური გრაფიკის შეთანხმება სტუდენტებთან);
სტატუსი: ანაზღაურებადი სტაჟირება (წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან მუდმივ პოზიციაზე);

მიზანი:
პროგრამის მიზანია ნიჭიერ ახალგაზრდებს მისცეს რეალური პრაქტიკული გამოცდილება საწარმოო, ტექნოლოგიური და ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციის სისტემების (PLC, SCADA, HMI) დაგეგმვასა და მონიტორინგში. სტაჟიორი იმუშავებს უფროსი კოლეგების მენტორობით.

ძირითადი მოვალეობები (სწავლისა და პრაქტიკის პროცესში):
  • უფროსი ინჟინრების ასისტირება ავტომატიზაციის სისტემების პროექტირებასა და ტექნიკურ მხარდაჭერაში;
  • PLC, HMI და SCADA სისტემების პროგრამირებისა და კონფიგურაციის საფუძვლების შესწავლა/პრაქტიკა;
  • სენსორების, კონტროლერებისა და სხვა მოწყობილობების ინტეგრაციის პროცესში მონაწილეობა;
  • საწარმოო საზომი ხელსაწყოებისა და სენსორების (ტემპერატურა, წნევა, ხარჯი, წონა) კალიბრაციის პროცესში დახმარება;
  • გაუმართავი ან დრიფტის (Drift) მქონე მოწყობილობების ჩანაცვლების პროცედურებში მონაწილეობა;
  • სისტემების ტესტირების, დიაგნოსტიკისა და ხარვეზების აღმოფხვრის მეთოდების ათვისება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასა და განახლებაში დახმარება .

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი: ელექტროინჟინერიის, მიკროელექტრონიკის, მექატრონიკის, ავტომატიზაციის ან კომპიუტერული საინჟინრო მიმართულებით ;
  • ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე;
  • გამოცდილება საწარმოო გარემოში არ მოითხოვება, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად.
  • აუცილებელი პიროვნული უნარები:
  • ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების მაღალი მოტივაცია;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი ;

რას გთავაზობთ:
  • ყოველთვიურ ფიქსირებულ ანაზღაურებას სტაჟირების პერიოდში
  • დასაქმების შემდეგ კონკურენტული ანაზღაურებას და სოციალურ პაკეტს (კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად).
  • პროფესიული განვითარების და რეალურ ინდუსტრიულ გარემოში მუშაობის შანსს ;
  • სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში — ავტომატიზაციის ინჟინრის პოზიციაზე დასაქმებას ;

როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: tamo787@yahoo.com. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: სტაჟირება ავტომატიზაციის ინჟინრის პოზიციაზე

ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ კომპანიისათვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
ინჟინერია
ელექტრო ინჟინერია,
სამრეწველო ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები
თბილისი
ქიმიური მასალების მწარმოებელი კომპანია
თბილისი
ქიმიური მასალების მწარმოებელი კომპანია