დღეს - 22 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
უფროსი ავტომატიზაციის ინჟინერი
თბილისი, საბურთალო
ქიმიური მასალების მწარმოებელი კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია ელექტრო ინჟინერია, სამრეწველო ინჟინერია
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება ქიმიური ნივთიერებები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 5-დან 8 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ინჟინერია ელექტრო ინჟინერია, სამრეწველო ინჟინერია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    წარმოება ქიმიური ნივთიერებები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
ქიმიური მასალების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას უფროსი ავტომატიზაციის ინჟინრის პოზიციაზე.

დეპარტამენტი: ინჟინერია / წარმოება / ტექნიკური სამსახური
მიზანი: ავტომატიზაციის უფროსი ინჟინერი პასუხისმგებელია საწარმოო ხაზების, მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზებული მართვის სისტემების (PLC, SCADA, HMI, DCS) პროექტირებაზე, პროგრამირებაზე, გამართვასა და მუშაობის ოპტიმიზაციაზე. უზრუნველყოფს საწარმოს უწყვეტ, უსაფრთხო და ეფექტურ ფუნქციონირებას, მონაწილეობს ინჟინრების პროფესიულ განვითარებაში.

ძირითადი მოვალეობები
  • ავტომატიზაციის პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და ტექნიკური ხელმძღვანელობა.
  • PLC, SCADA, HMI და DCS სისტემების დიზაინის, პროგრამირების და ექსპლუატაციის ზედამხედველობა.
  • საწარმოში არსებული ყველა საზომი ხელსაწყოსა და სენსორის (ტემპერატურის, წნევის, ხარჯის, დონის, წონის და სხვ.) პერიოდული კალიბრაციის გრაფიკის შემუშავება და კონტროლი.
  • ხელსაწყოების ჩვენებების გადამოწმება ეტალონურ (სამუშაო და პირველად) სტანდარტებთან და მათთვის შესაბამისი ცდომილების კოეფიციენტების განსაზღვრა.
  • სისტემური კალიბრაცია : მთლიანი საზომი არხის კონტროლი — ფიზიკური სენსორიდან, სიგნალის გარდამქმნელების (Transmitters) გავლით, PLC-მდე და SCADA-ს ეკრანამდე მონაცემების სიზუსტის შემოწმება.
  • პრევენციული მომსახურება: გაუმართავი ან დრიფტის (Drift - ჩვენების დროთა განმავლობაში შეცვლა) მქონე საზომი მოწყობილობების დროული იდენტიფიცირება და ჩანაცვლება.
  • ავტომატიზაციის სისტემების არქიტექტურის შემუშავება და ოპტიმიზაცია.
  • ტექნიკური გადაწყვეტილებების შეფასება და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა.
  • ახალი საწარმოო ხაზებისა და აღჭურვილობის ავტომატიზაციის პროექტებში მონაწილეობა.
  • პროექტების ბიუჯეტის, ვადებისა და რესურსების მართვაში მონაწილეობა.
  • ტექნიკური სტანდარტების, უსაფრთხოების მოთხოვნებისა და ნორმატიული რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა.
  • ტექნიკური დოკუმენტაციის, პროცედურებისა და ინსტრუქციების მომზადება და კონტროლი.
  • ახალგაზრდა ინჟინრების მენტორობა, ცოდნის გაზიარება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
  • კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ტექნიკური კომუნიკაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ავტომატიზაციის, ელექტროინჟინერიის, მექატრონიკის ან მონათესავე მიმართულებით.
  • ავტომატიზაციის სფეროში მინიმუმ 5–8 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • PLC, SCADA, HMI და სამრეწველო ქსელების (Modbus, Profibus, Profinet, Ethernet/IP და სხვა) ღრმა ცოდნა.
  • სამრეწველო კალიბრატორებთან (მაგ. Fluke, Beamex, Druck და სხვ.) და მულტიმეტრებთან მუშაობის სიღრმისეული გამოცდილება
  • პროექტების მართვისა და ტექნიკური ლიდერობის გამოცდილება.
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტაციისა და კომუნიკაციისთვის).
  • სასურველია საერთაშორისო სტანდარტების (IEC, ISA, ISO) ცოდნა.

აუცილებელი კომპეტენციები
  • ლიდერული და მენეჯერული უნარები.
  • ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი.
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
  • ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება.
  • გუნდის მართვისა და მენტორობის გამოცდილება.
  • სტრატეგიული და სისტემური აზროვნება.

პასუხისმგებლობის დონე
  • ·ავტომატიზაციის სისტემების გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა.
  • პროექტების ტექნიკურ შედეგებსა და ხარისხზე პასუხისმგებლობა.
  • ტექნიკური გუნდის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი.
  • უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა.

სასურველი დამატებითი კვალიფიკაცია
  • PMP, PRINCE2 ან სხვა პროექტების მართვის სერტიფიკატი.
  • Siemens, Schneider Electric, ABB, Honeywell ან სხვა წამყვანი ავტომატიზაციის პლატფორმების სერტიფიკაცია.

სამუშაო პირობები
  • სრული განაკვეთი.
  • სამუშაო ადგილი: თბილისში, საბურთალოს რაიონი.
  • პროფესიული განვითარების და ტრენინგების შესაძლებლობა.
  • კონკურენტული ანაზღაურება და სოციალური პაკეტი (კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ ფოსტაზე: tamo787@yahoo.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება " უფროსი ავტომატიზაციის ინჟინერი".

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ კომპანიისათვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
ინჟინერია
ელექტრო ინჟინერია,
სამრეწველო ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები
თბილისი
ქიმიური მასალების მწარმოებელი კომპანია
თბილისი
ქიმიური მასალების მწარმოებელი კომპანია