22 ივნ - 21 ივლრედაქტირებულია - 22 ივნ
სატრანსპორტო სამსახურის ჯგუფის უფროსი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი მარშრუტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია, ავტოპარკის მოვლა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა კოორდინირება, ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი მარშრუტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია, ავტოპარკის მოვლა
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა კოორდინირება, ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
თიბისი ფეი აცხადებს ვაკანსიას სატრანსპორტო სამსახურის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

15 წელზე მეტია, თიბისი ფეი ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად. თიბისი ფეის საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში. თიბისი ფეის ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000-ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი და ვებგვერდი www.tbcpay.ge აქვს, აღნიშნულ პლატფორმებზე სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1,000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი.

სამუშაო მოვალეობები
  • ავტოპარკის მართვა
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილების (ინკასაციის, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები) ეფექტიანი მართვა;
  • ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და ექსპლუატაციის პროცესების ორგანიზება;
  • ავტომობილების აღჭურვის, გადაადგილებისა და სპეციალური მოწყობილობების მონტაჟის პროცესების კოორდინაცია.
  • მძღოლების ინსტრუქტაჟი ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით.

ტექნიკური მომსახურების მართვა
  • გეგმიური ტექნიკური მომსახურებების დროულად შესრულების უზრუნველყოფა;
  • არაგეგმიური შეკეთებების მართვა და მათი აღრიცხვის კონტროლი;
  • ავტომობილების გამართულობისა და მზადყოფნის მაჩვენებლების მონიტორინგი;
  • რეგიონებში და სერვის ცენტრებში ავტომობილების გადაყვანის პროცესების ორგანიზება.

საწვავისა და ხარჯების მართვა
  • საწვავის მოხმარების ანალიზი და მონიტორინგი;
  • ავტოპარკთან დაკავშირებული ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია;
  • ხარჯების ანალიზისა და ანგარიშგების სისტემის განვითარება;
  • ხარჯეფექტიანობის ზრდის ინიციატივების შემუშავება და დანერგვა.

კონტრაქტორების მართვა
  • სერვის ცენტრებთან, სათადარიგო ნაწილების და სერვისის მომწოდებლებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა კონტრაქტორებთან ურთიერთობის მართვა;
  • ავტომობილების საგარანტიო მომსახურების პროცესის მართვა და შესაბამისი შემთხვევების დროული დამუშავების უზრუნველყოფა;
  • სადაზღვევო შემთხვევების მართვის პროცესის კოორდინაცია, სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა და ზარალის ანაზღაურების პროცესების კონტროლი;
  • საგარანტიო და სადაზღვევო მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯებისა და ეფექტიანობის ანალიზი;
  • მომსახურების ხარისხისა და SLA-ების შესრულების კონტროლი;

ნებართვების მართვა
  • სპეციალური დანიშნულების ავტომობილებისთვის საჭირო ნებართვების, საშვების და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტების მიღების პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
  • შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
  • ნებართვებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი.

პროცესებისა და ხარისხის მართვა
  • ავტოპარკის მართვის პროცესების მუდმივი გაუმჯობესება;
  • KPI-ების მონიტორინგი და ანალიზი;
  • შიდა სისტემებში მონაცემების სიზუსტისა და აღრიცხვის პროცესების კონტროლი;
  • პროცესების ავტომატიზაციისა და ციფრული ინსტრუმენტების დანერგვის ინიცირება;
  • რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.

ანგარიშგება და ანალიტიკა
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
  • მონაცემების ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერა;
  • ხარჯების, დაზიანებების, საწვავის მოხმარებისა და ავტოპარკის ეფექტიანობის მაჩვენებლების ანალიზი.

დაქვემდებარებული გუნდის მართვა და განვითარება
  • სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და ზედამხედველობა;
  • გუნდის წევრებს შორის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების ეფექტიანი გადანაწილება;
  • თანამშრომლებისთვის მიზნებისა და შესრულების მაჩვენებლების (KPI) განსაზღვრა, შესრულების შეფასება და უკუკავშირის უზრუნველყოფა;
  • გუნდის ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ინჟინერიის, ბბიზნეს ადმინისტრირების, ლოჯისტიკის ან მონათესავე მიმართულებით);
  • მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ავტოპარკის, ავტო-ტექ სამუშაოების, ლოჯისტიკის ან ტექნიკური ოპერაციების მართვის მიმართულებით;
  • ავტოპარკის პრინციპების ცოდნა;
  • ტექნიკური მომსახურებისა და სერვის პროცესების ცოდნა;
  • ხარჯების ანალიზისა და KPI-ების მართვა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS OFFICE);

პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პროცესების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის უნარები;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • მოლაპარაკებებისა და კონტრაქტორებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ლიდერული და გუნდური მართვის უნარები.

რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სატრანსპორტო სამსახურის ჯგუფის უფროსი“.

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს „თიბისი ფეის“ კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში
„Microsoft 365“-ის ღრუბლოვან სისტემაში.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge .
შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს,დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 27 27 47 ან *2747; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური

მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარშრუტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია,
ავტოპარკის მოვლა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
კოორდინირება,
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები