22 ივნ - 22 ივლ
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995577280120
მისამართი: რწანისის ქუჩა 47ბ

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: სოფლის მეურნეობა ფერმერული მეურნეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • მივლინებები: კი(ქვეყანაში)
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,საწვავის ხარჯების ანაზღაურება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული,რუსული
  • მართვის მოწმობა: B1 კატეგორია
  • საკუთარი ტრანსპორტი:კი მსუბუქი ავტომობილი)
შპს „FFF Georgia“ წარმოადგენს თანამედროვე საწარმოს, რომელიც აწარმოებს კომბინირებულ საკვებს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და შინაური ცხოველებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ მაღალხარისხიან და დაბალანსებულ საკვებ გადაწყვეტილებებს მეცხოველეობის ფერმებისთვის, ფერმერებისთვის, დისტრიბუტორებისა და შინაური ცხოველების მფლობელებისთვის.

FFF Georgia აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

მოვალეობები
  • ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა საქართველოს მასშტაბით;
  • არსებული კლიენტური ბაზის განვითარება და მართვა;
  • მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის პრეზენტაციების ჩატარება;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი;
  • დებიტორული დავალიანების კონტროლი;
  • დარგობრივ გამოფენებში, კონფერენციებსა და სხვა პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • კლიენტების კონსულტირება პროდუქციის ასორტიმენტისა და თანამშრომლობის პირობების შესახებ.

მოთხოვნები
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
  • მოლაპარაკებებისა და საქმიანი მიმოწერის წარმოების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და კლიენტური ბაზის განვითარების უნარი;
  • MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ
  • თავისუფალ სამუშაო გრაფიკს;
  • ნაწილობრივ დისტანციურ სამუშაო ფორმატს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას;
  • მივლინებებისა და კლიენტებთან შეხვედრების ხარჯების ანაზღაურებას;
  • მუშაობას სტაბილურ და მზარდ საწარმოო კომპანიაში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: fffgeorgiaoffice@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577280120
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები