დღეს - 10 ივლ
ვიპ
HVAC ინჟინერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება სამშენებლო HVAC მონტაჟი
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ინგლისური
კომპანია "რედმ მეპ-ი" აცხადებს ვაკანსიას HVAC ინჟინერის პოზიციაზე.

კომპანია "რედმ მეპ-ი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგი მიმართულებით: HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია); წყალმომარაგება-წყალარინება (Plumbing); სანიაღვრე, ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის, ხანძრის დეტექციის სისტემები
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://redmep.ge/ge

რისი გაკეთება მოგიწევთ:
  • გადაწყვეტილებების მოფიქრება და პროექტის მომზადება.
  • მიღებული არქიტექტურული ნახაზის გარჩევა.
  • პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობისას პროდუქტის შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
  • HVAC სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება და პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა.
  • პროექტში ცვლილებების შეტანა და პროექტის მიმდინარეობის კონტროლი.
  • HVAC სისტემებში გამოყენებული სხვადასხვა მწარმოებლების პროდუქციის მახასიათებლების და ფუნქციების შესწავლა და სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება.
  • HVAC-ის ბაზრის შესწავლა და ანალიზი.
  • ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია AutoCAD-ის ცოდნა
  • აუცილებელია საინჟინრო სისტემების პროექტირების გამოცდილება
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
  • აუცილებელია Microsoft Office - ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
რას გთავაზობთ:
  • ანაზღაურება: დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე.
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ავალიშვილის ქ. 12
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00 (1 საათი შესვენება)
თუ დაინტერესდი ვაკანსიით და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ მეილზე 2026 წლის 15 ივლისის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შეკეთება / მონტაჟი
HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება
სამშენებლო
HVAC მონტაჟი
ნახვები
უნიკალური ნახვები