შემდეგი
დღეს - 30 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი
HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 5000(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):შეკეთება / მონტაჟი
HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
ვაკანსია – მერჩენდაიზერების ვაიზერი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას HVAC ინჟინერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე
ძირითადი მოვალეობები:
- HVAC სისტემებთან დაკავშირებული ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება;
- არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და დამუშავება;
- HVAC სისტემების ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა;
- ობიექტზე გასვლა და მისი შესწავლა ინჟინერ-ინსტალატორებთან ერთად (საჭიროების შემთხვევაში);
- პროექტში ცვლილებების შეტანა და მიმდინარეობის მონიტორინგი;
- სისტემების გამართვა, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა ადგილზე;
- სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქტების მახასიათებლების შესწავლა;
- ხელმძღვანელის ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ;
- ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება;
აუცილებელი მოთხოვნები:
- საინჟინრო და საოფისე პროგრამების ფლობა (AutoCAD, Revit, MS Office და სხვა);
- შესაბამისი სერტიფიკატების არსებობა ჩაითვლება უპირატესობად;
- თერმოდინამიკის და აეროდინამიკის კალკულაციების ცოდნა;
- ჰიდრავლიკური გათვლების ცოდნა;
- HVAC-ის, წყალგაყავანილობის და ხანძარუსაფრთხოების წინასწარი და საბოლოო კალკულაციების შესრულება;
- აუცილებელი მოთხოვნა: კანდიდატს უნდა ჰქონდეს კვამლგაწოვისა და კვამლის მართვის (Smoke Extraction/Smoke Control) სისტემების პროექტირების, შერჩევისა და ტექნიკური გადაწყვეტების ცოდნა.
- ჰაერგამანაწილებელი სისტემების (Ductwork) გაანგარიშება და პროექტირება გათბობა-გაგრილების დატვირთვების (Heating/Cooling Load) გამოთვლის გამოცდილება
- შესაბამისი ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა (ASHRAE, NFPA, EN, ადგილობრივი რეგულაციები)
- სამშენებლო ობიექტზე ტექნიკური ზედამხედველობის გამოცდილება
- გამოცდილება:მინიმუმ 2 წელი HVAC მიმართულებით;
პიროვნული თვისებები
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროისა და პროცესის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
- მაღალი მოტივაცია, პასუხისმგებლობა და მიზანდასახულობა;
რას გთავაზობთ:
- პროფესიულად განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობა გამოცდილ გუნდში;
- მრავალფეროვანი და პრაქტიკული პროექტებზე მუშაობა;სტაბილური გარემო და კარიერული ზრდის პერსპექტივა;
- სტაბილური გარემო და კარიერული ზრდის პერსპექტივა;
ანაზღაურება: 5000 ლარი + ბონუსი
თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი:https://elplus.selfrecruit.ge/s/FOCdJ
გისურვებთ წარმატებას!
შეკეთება / მონტაჟი
HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება
ნახვები
უნიკალური ნახვები