დღეს - 01 ივლ
სტარტი
ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
თბილისი, საბურთალო, ქუთათელის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 32 2422242
მისამართი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის 3

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: დოქტორი
  • ენები: ინგლისური
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2026 წლის 30 მაისიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ პოზიციებზე:

თეოლოგიის ფაკულტეტზე აკადემიური ნიშნით შემდეგ სპეციალობებზე:
  • ასისტენტ-პროფესორი აფილირების პირობით, პატერიკული თეოლოგიისა და საქართველოს ეკლესიის ისტორიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;

სამართლის ფაკულტეტზე აკადემიური ნიშნით შემდეგ სპეციალობებზე:
  • ასისტენტ-პროფესორი აფილირების პირობით, დიდი მონაცემების საბანკო და საფინანსო მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური ნიშნით შემდეგ სპეციალობებზე:
  • ასოცირებული პროფესორი აფილირების პირობით, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის მიმართულებით (ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამებისათვის) - 1 ვაკანტური ადგილი.
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასებისკრიტერიუმებად განისაზღვროს:

ძირითადი კრიტერიუმი:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე:
შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი და რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს.

დამატებითი კრიტერიუმები
აკადემიური ნიშნით შერჩევისას:
  • სასწავლო კურსის სილაბუსი;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
  • საერთაშორისო გამოქვეყნებები;

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის შესაბამისად (იხ. დანართი 1);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  • ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
  • ავტობიოგრაფია (CV ქართულ და ინგლისურ ენებზე) დადგენილი ფორმის შესაბამისად (იხ დანართი 2.1 და 2.2);
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
  • კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები:

ასოცირებული-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა);

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

  • სასწავლო კურსის სილაბუსი;
  • ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
  • ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ“.

შენიშვნა: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას შესაბამისი ზემოაღნიშნული ცნობების წარმოდგენა.

ასოცირებული პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 (ექვსი) წლის ვადით;

ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 (ოთხი) წლის ვადით;

დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: +995 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge .
საბუთების მიღება განხორციელდება 2026 წლის 30 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: +995 577347700.
საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2026 წლის 2 ივლისს.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 3 ივლისს.
კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები