შემდეგი
დღეს - 09 ივნ
სტარტი
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@swissuni.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი
- ენები: ქართული
შპს „შვეიცარიული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“ აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ განცხადებაში მითითებული დოკუმენტები განსაზღვრულ ვადაში. აკადემიური თანამდებობის შემთხვევაში კონკურსი ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით:
კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.
გამოცხადებულია შემდეგი აკადემიური თანამდებობები:
კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
პროფესორი — 1 ვაკანსია
მიმართულება: პროგრამირება, ალგორითმები და პროგრამული ინჟინერია
ასოცირებული პროფესორი — 1 ვაკანსია
მიმართულება: მონაცემთა ბაზები, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ანალიტიკა
ასისტენტ-პროფესორი — 1 ვაკანსია
მიმართულება: კომპიუტერული სისტემები, ქსელები, კიბერუსაფრთხოება
ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
პროფესორი — 1 ვაკანსია
მიმართულება: ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი, ციფრული ტრანსფორმაცია, ტექნოლოგიური სტრატეგია
ასოცირებული პროფესორი — 1 ვაკანსია
მიმართულება: საინფორმაციო სისტემები, IT პროექტების მართვა, მონაცემებზე დაფუძნებული მართვა
ასისტენტ-პროფესორი — 1 ვაკანსია
მიმართულება: ინოვაცია, ტექნოლოგიების მენეჯმენტი, IT governance / პრაქტიკული და სემინარული კომპონენტები
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნები:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და/ან არანაკლებ 6 წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების მიმართულებით აკადემიური და კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
- საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;
- შესაბამისი მიმართულებით გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები;
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნები:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და/ან არანაკლებ 3 წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების მიმართულებით აკადემიური და კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
- საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;
- შესაბამისი მიმართულებით გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები;
ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნები:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების მიმართულებით აკადემიური ან/და კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
- საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;
- შესაბამისი მიმართულებით გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები (არსებობის შემთხვევაში);
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განაცხადის ფორმა;
- საკონკურსო დოკუმენტების ფორმალური შესაბამისობის ფურცელი;
- განცხადება რექტორის სახელზე;
- კონკურსანტის CV/ავტობიოგრაფია;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- განათლებისა და აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარმოსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
- საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ამსახველი ინფორმაცია (უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში, დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი);
- საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებზე (კონფერენციები, ფორუმები, კონგრესები) წარდგენილი თეზისები ან/და კონფერენციის მასალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები. დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში, უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
- უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში, დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა შერჩეულმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ ცნობა იმის დასტურად, რომ "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირი არ არის ნასამართლევი ან/და პირს, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლოს მიერ არ აქვს ჩამორთმეული "საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება";
- თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა, შერჩეულმა წვევამდელის სტატუსის მქონე კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკურსის ეტაპები
წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.
დამატებითი პირობები:
შვეიცარიული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ემზადება ავტორიზაციის პროცესისთვის და სტუდენტების პირველი ნაკადის მიღებას გეგმავს 2027 წლის სექტემბრიდან. შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები შრომით ხელშეკრულებას გააფორმებენ 2027 წელს, სწავლის დაწყებამდე;
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით და "კონკურსანტის ანკეტაში" მითითებული ინფორმაციით უნდა დასტურდებოდეს ამ მოთხოვნებთან შესაბამისობა. საკონკურსო საბუთების შესწავლისას საკონკურსო კომისია დაეყრდნოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და "კონკურსანტის ანკეტაში" მითითებულ ინფორმაციას. კონკურსანტი პასუხისმგებელია "კონკურსანტის ანკეტაში" მითითებული ინფორმაციის უტყუარობაზე. თანაბარქულიანი კონკურსანტების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელსაც უდასტურდება საზღვარგარეთ (ევროპის ქვეყნებში/აშშ-ში) მიღებული განათლება/კვალიფიკაცია. ამასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ვაკანსიების შემთხვევაში - დარგობრივი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატის არსებობას..
იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირი აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების გამოცემამდე უარს იტყვის შრომითი ხელშეკრულების დადებაზე, მაშინ შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვალოს კონკურსანტი, რომელმაც საკონკურსო ქულების გათვალისწინებით ამავე ვაკანსიაზე დაიკავა შემდეგი სარეიტინგო პოზიცია;
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად: პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადა 6 წელი; ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 წელი; ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 წელი;
კონკურსის ვადები:
კონკურსის გამოცხადება: 8 მაისი 2026;
საკონკურსო საბუთების მიღება: 9 ივნისი, 2026 (18:00 საათი);
საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიების შექმნა: არაუგვიანეს 10 ივნისი, 2026;
კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება): 11 ივნისი 2026 (18:00 საათი);
კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 12-15 ივნისი, 2026 (18:00 საათი);
კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 16 ივნისი, 2026;
კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება - კვლევის კონცეფციის წარდგენა): 17-18 ივნისი, 2026;
კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 19 ივნისი, 2026;
კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 20 ივნისი, 2026.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: vacancy@swissuni.ge
სათაურის ველში (Subject) მითითებული უნდა იყოს შესაბამისი მიმართულება და აკადემიური თანამდებობა.
შპს „შვეიცარიული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“ უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
გისურვებთ წარმატებებს!
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები