შემდეგი
დღეს - 13 ივნ
სტარტი
ღია კონკურსი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად/არატრადიციული ენერგეტიკის ლაბორატორია
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: xlomidze@sipt.org.ge
ტელეფონი: +995 599959913
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია, უმაღლესი განათლება - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1386
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია, უმაღლესი განათლება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: დოქტორი
- ენები: ქართული
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკისინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს
შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:არატრადიციული ენერგეტიკის ლაბორატორია
უფროსი მეცნიერ –თანამშრომელი– 1 (ერთი) სრული საშტატო განაკვეთი;
თანამდებობრივი სარგო- 1386 ლარი.
ფუნქციები:
- ახორციელებს და ორგანიზაციას უკეთებს სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური სამუშაოების შესრულებას, განსაზღვრავს მათი განვითარების პერსპექტივებს, ირჩევს მეთოდებსა და საშუალებებს კვლევების ჩასატარებლად, სამეცნიერო-კვლევითი ქვედანაყოფებისათვის წარდგენილი სამეცნიერო-ტექნიკური ამოცანების გადასაწყვეტად.
- მონაწილეობა ნახევარგამტარული, თერმოელექტრული და კერამიკული მასალების სინთეზის, მათი ელექტროფიზიკური თერმოელექტრონული და ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების კვლევის სამუშაოებში კერძოდ:
- მაღალი ეფექტურობის მქონე ულტრადისპერსული n- და p-ტიპის თერმოელექტრული Si1-xGex (0.01 ≤ x ≤ 0.5) შენადნობების დამუშავება;
- დაბალი ელექტრული და სითბური წინააღმდეგობების მქონე კომუტაციური გადასვლების დამუშავება Si1-xGex (0.01 ≤ x ≤ 0.5) შენადნობებისათვის;
- მონოლითური თერმოელექტრული ბატარეების შექმნა Si1-xGex (0.01 ≤ x ≤ 0.5) შენადნობების ფუძეზე;
- თერმოელექტრული გენერატორის დამუშავება, მცირე სიმძლავრის საცდელი ნიმუშების დამზადება და მისი ენერგეტიკული მახასიათებლების დადგენა;
- ლაბორატორიის კომპეტენციის ფარგლებში საექსპერტო სამუშაოები.
- ამუშავებს და წარუდგენს წინადადებებს ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელობას ლაბორატორიის პერსპექტიული პროექტების და წლიური გეგმების, ქვედანაყოფის განვითარების, სკს გაუმჯობესების შესახებ;
- ახორციელებს ურთიერთობას პოტენციურ შემკვეთებთან ტექნიკურ საკითხებზე ლაბორატორიის სამუშაოთა შესასრულებლად;
უფროსი მეცნიერ–თანამშრომლის კონკურსის პირობები:
კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- ლაბორატორიის მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და ერთ-ერთ უცხო ენას;
- კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ / ან მითითებულ ელ-ფოსტაზე (xlomidze@sipt.org.ge) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება (იხ. განცხადების ფორმა);
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ავტობიოგრაფია/CV;
სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
ინფორმაცია სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის შესახებ;
პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი;
შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ კონკურსანტს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ-ფოსტა, მისამართი).
– საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად ელ-ფოსტაზე: xlomidze@sipt.org.ge და მატერიალური სახით 2026 წლის 15 ივნისის 10 საათიდან 16 ივნისის 18 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
– კონკურსი გაიმართება 17 ივნისს.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი
ხათუნა ლომიძე
ტელეფონი 599959913
მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია,
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები