შემდეგი
დღეს - 01 ივლ
სტანდარტი
სერვისის ხარისხისა და პროცესების განვითარების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@chachava.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,ქართული
ჩაჩავას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას: სერვისის ხარისხისა და პროცესების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
პოზიციის შესახებ
სერვისის ხარისხისა და პროცესების განვითარების მენეჯერი პასუხისმგებელია კლინიკაში პაციენტის გამოცდილების, მომსახურების ხარისხის, სერვისული სტანდარტების, გარემოსა და ინფრასტრუქტურული გამოცდილების, ასევე მომსახურების პროცესების ეფექტიანობის უწყვეტ გაუმჯობესებაზე. პოზიციის მთავარი მიზანია პაციენტისთვის უსაფრთხო, კომფორტული, ორგანიზებული და მაღალი ხარისხის გამოცდილების უზრუნველყოფა კლინიკასთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე, ასევე მომსახურების პროცესების ოპტიმიზაცია და თანამედროვე, პაციენტზე ორიენტირებული სერვისული კულტურის განვითარება
ძირითადი მოვალეობები
- პაციენტის გამოცდილების (Patient Journey) ანალიზი, სტანდარტიზაცია და გაუმჯობესება;
- მომსახურების სტანდარტებისა და პროცედურების (SOP) შემუშავება და დანერგვა;
- პაციენტთა კმაყოფილების, უკუკავშირისა და საჩივრების სისტემური ანალიზი;
- მომსახურების ხარისხის KPI-ების მონიტორინგი და ანგარიშგება;
- თანამშრომლებისთვის მომსახურების ხარისხისა და კომუნიკაციის ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
- პაციენტისთვის განკუთვნილი სივრცეების ხარისხისა და კომფორტის მონიტორინგი;
- მომსახურების პროცესების ოპტიმიზაცია და განვითარების ინიციატივების განხორციელება;
- Mystery Patient პროგრამებისა და შიდა ხარისხის აუდიტების დაგეგმვა და მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- მომსახურების ხარისხის, ოპერაციული მართვის, ჯანდაცვის ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- პროცესების მართვისა და გაუმჯობესების პრაქტიკული გამოცდილება;
- ტრენინგებისა და პროექტების მართვის გამოცდილება;
- ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
- MS Office-ის კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინიციატივიანობა და ცვლილებების მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და თქვენი განაცხადი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@chachava.ge
პერსონალური მონაცემი, რომელიც ჩაჩავას კლინიკისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში კანდიდატის პერსონალური მონაცემები), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე.
თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. თუ გსურთ კლინიკამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ჩაჩავას კლინიკისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე
აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ჩაჩავას კლინიკა-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი
ნახვები
უნიკალური ნახვები