დღეს - 27 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- ენები: ინგლისური,ქართული
Fabrika აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორი პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შეინარჩუნოს თავაზიანი, მეგობრული და პროფესიონალური დამოკიდებულება სტუმრებთან, რაც ხელს უწყობს დადებითი ატმოსფეროს შექმნას და სტუმრის კმაყოფილების ზრდას;
- ყოველ დილით გადაამოწმოს სტუმრების ჩამოსვლის სია, გაითვალისწინოს მათი ინდივიდუალური მოთხოვნები და უზრუნველყოს მათი დაკმაყოფილება სასტუმროს შესაძლებლობების ფარგლებში;
- ცვლის დაწყებისას შეამოწმოს სასტუმროს პროგრამაში დატოვებული ბოლო განახლებები, რათა ფლობდეს ყველა საჭირო ინფორმაციას დღიური ოპერაციების შეუფერხებლად წარმართვისთვის;
- გადაამოწმოს ოთახების სტატუსები (დასუფთავებული/დასასუფთავებელი) და საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს ინფორმაციის გადაცემა შესაბამისი სამსახურისთვის;
- დაამყაროს სტუმრებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია , მეილზე, whatsapp-ზე და სახვა ყველა საკომუნიკაციო პლატფორმაზე;
- ფლობდეს ინფორმაციას ნომრების ფასებზე, ტიპებზე და სასტუმროს კვების ობიექტების სამუშაო საათებზე;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
- ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/WCdw0ew1tY
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა
ნახვები
უნიკალური ნახვები
