19 მაი - 05 ივნ
B და C- ჰეპატიტის პროგრამის რეგისტრატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა რეგისტრატურა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 750

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
შპს „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა” აცხადებს ვაკანსიას B და C- ჰეპატიტის პროგრამის რეგისტრატორის პოზიციაზე

სამუშაო საათები :10:00 სთ - 16:00 სთ
დასვენება : შაბათი - კვირა, სახელმწიფოს მიერ დადგენილ დღეებში.
ანაზღაურება : 750 ლარი დარიცხული;

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;

ფუნქციები:
  • B და C-ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტების მიღება, ჯანდაცვის სხვადასხვა ბაზაში რეგისტრაცია.
  • დოკუმენტაციის შეგროვება: პაციენტის პირადობის მოწმობის, ფორმა №IV-100/ა-ს (სამედიცინო ისტორიის),
  • პაციენტების მონიტორინგი: პაციენტებთან სატელეფონო კავშირი დიაგნოსტიკის და მონიტორინგის ეტაპზე,

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს განათლების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტი:
  • საშუალო სამედიცინო განათლების ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • უპირატესობა მიენიჭება მსგავსი სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს.

პიროვნული თვისებები:
  • კომბიუტერული უნარები,
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@respublikuri.ge , ასევე შესაძლებელია მითითებული დოკუმენტაცია დატოვოთ კლინიკის კანცელარიაში.

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2026 წლის 05 ივნისი.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა
ნახვები
უნიკალური ნახვები