18 მაი - 24 მაი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 5599

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს კონკურსს ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება - ფინანსური მენეჯერი.
ანაზღაურება -5600 ლარი.
სამუშა ადგილი - თბილისი.

სამუშაოს აღწერა:
  • სააგენტოს წლიური ბიუჯეტის შედგენა;
  • პროექტების წინასწარი და საბოლოო ხარჯთაღრიცხვების მომზადება;
  • პროექტების რეესტრის წარმოება და ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
  • ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მომზადება;
  • ორგანიზაციის სტანდარტული საბუღალტრო და საფინანსო ოპერაციების შესრულება;
  • სააგენტოს პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა და შესაბამისი ფინანსური გეგმების მომზადება;
  • ორგანიზაციის ზოგადი ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და კონტროლი;
  • სხვადასხვა სახის ინფორმაციის მომზადება ორგანიზაციის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
  • სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი დასკვნის შესაბამისად ფინანსური ანგარიშსწორების განხორციელება;
  • ანგარიშების წარდგენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მინიმალური განათლება: ბაკალავრი.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

სამართლებრივი აქტების ცოდნა:
  • „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  • „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანება;
  • „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანება;
  • „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანება;
  • „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება;
  • „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“;
  • „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება;
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება.

ენების ცოდნის დონე:
ენა წერითი უნარები მეტყველება
ინგლისური B2 B2

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word / კარგი
Microsoft Office Excel / კარგი
Microsoft Office PowerPoint / კარგი
Microsoft Office Outlook / კარგი

ORIS / კარგი

დამატებითი მოთხოვნები
უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • დაგეგმვისა და მართვის უნარები;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე, იხილოთ დეტალური პირობები და გააკეთოთ განაცხადი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/99081?active=1


ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები