დღეს - 09 ივნ
ფინანსისტი
თბილისი, ბაგები
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური ანალიზი, ფინანსური მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2500 - 3000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური ანალიზი, ფინანსური მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: რუსული
კომპანია Bound Solutions პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ფინანსისტი

ხელფასი: 2,500-3,000 ლარი
გრაფიკი: მოქნილი
სფერო: აგრობიზნესი

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა, ანალიზი და ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
  • შემოსავლებისა და ხარჯების ოპერაციების აღრიცხვა, კონტროლი და ფინანსური დოკუმენტაციის მართვა;
  • ანგარიშგებების მომზადება შესაბამისი ფორმებით — როგორც შიდა, ასევე საგადასახადო სტრუქტურებისათვის;
  • საბანკო ოპერაციების დაგეგმვა, გადარიცხვების, ინვოისებისა და სხვა ფინანსური ტრანზაქციების შესრულება;
  • საგადასახადო ვალდებულებების დროული და ზუსტი შესრულება;
  • ფინანსური ანგარიშების, ბიუჯეტების და პროგნოზების მომზადება;
  • კომპანიაში ხარჯების ოპტიმიზაციის გზების შემუშავება და ანალიზის ჩატარება;
  • საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებით კომუნიკაცია საბროკერო კომპანიებთან, განბაჟების პროცედურების კონტროლი და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის მართვა;
  • მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში, მათ შორის ფასის შეთავაზების, ფინანსური დოკუმენტების მომზადებისა და კონტრაქტების ფინანსური შესრულების მონიტორინგში;
  • პარტნიორ ორგანიზაციებთან ფინანსურ საკითხებში ურთიერთობის წარმართვა;
  • ხელმძღვანელობის მითითებით სხვა ფინანსურ-ეკონომიკური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან ბუღალტერიაში;
  • ფინანსისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (1C-ის ცოდნა აუცილებელია);
  • რუსული ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სიზუსტე და ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელ. ფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთ) წელს:
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.)


ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი,
ფინანსური მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები