13 მაი - 17 მაი
ლაბორატორიების სპეციალისტი
ქუთაისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება ლაბორატორია
  • ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2650

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება ლაბორატორია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ლაბორატორიების სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: ქუთაისის ტექნოპარკის ლაბორატორიების სპეციალისტი
ანაზღაურება: 2650 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 2
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).

მოვალეობები:
  • ქუთაისის ტექნოპარკის ლაბორატორიების (რობოტიკის და ავტომატიზაციის R&D ლაბორატორია; VR სტუდია; დრონების ლაბორატორია; ელექტრონიკის და IoT ლაბორატორია; AI მოწყობილობების ლაბორატორია; STEAM ლაბორატორია და ფაბლაბი) ეფექტიანი საქმიანობის საჭირო აქტივობების განხორციელება;
  • ინოვაციური და ტექნოლოგიური hardware სტარტაპების, მეწარმეების და მომხმარებლების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროგრამებისა და სერვისების განვითარების ინიცირება, დაგეგმვა და განცორციელება;
  • ICT, STEAM, ინჟინერიის, რობოტიკის, AI და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებებით (სასწავლო, საკონკურსო, ინოვაციური, კვლევითი, პროტოტიპირების) პროექტებისა და ღონისძიებების (ტრენინგები, ჰაკათონები, ვორქშოფები და სხვა) ინიცირება, შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და განხორციელება;
  • არდუინოს და ელექტრონიკისა საბაზისო დონეზე შესწავლა და ამ ცოდნის გამოყენება ბენეფიციარების დახმარებისთვის;
  • კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობის მართვა და მონიტორინგი;
  • ფაბლაბის მომხმარებლებისთვის ტექნიკური დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა პროტოტიპირების და ლაბორატორიებში არსებული მოწყობილობების გამოყენების პროცესში;
  • ლაბორატორიების ტექნიკური ინფრასტრუქტურის, დანადგარების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ლაბორატორიების უსაფრთხო, ორგანიზებული და ეფექტიანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
  • ფაბლაბის ლოგისტიკის, ინვენტარისა და მასალების მართვა, აღრიცხვა და მარაგების დროული შევსების უზრუნველყოფა სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით;
  • ლაბორატორიების სერვისების განვითარების, სტანდარტიზაცისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობების ინიცირება;
  • ლაბორატორიების სერვისების ცნობადობის ამაღლების მიზნით შეხვედრებისა და პრეზენტაციების გამართვა, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან (საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო სექტორი, ტექნოლოგიური კომპანიები) თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების ინიცირება;
  • ლაბორატორიების გამოყენების, სერვისებისა და პროექტების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • ტექნოპარკის სხვა ერთეულებთან და დეპარტამენტებთან კოორდინაცია საერთო პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;
  • საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტები რეგიონულ ტექნოპარკებში;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი ინჟინერიის/დიზაინის ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ტექნოლოგიურ/ინოვაციურ ან საგანმანათლებლო პროექტებში მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:
  • ინგლისური ენისა და Microsoft Office-ის ცოდნა;
  • გრაფიკული ან/და საწარმოო დიზაინის, 2D/3D მოდელირების პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროგრამირებად დაზგა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ელექტრონიკასა და ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაო გამოცდილება ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის, საჯარო პრეზენტაციების მოწყობისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია
ნახვები
უნიკალური ნახვები