დღეს - 12 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
ტექსტილი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 2 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
ტექსტილი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
შპს ,,ჯეო-ემ-ტექს’’ აცხადებს ვაკანსიას პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე
კონკურსის ტიპი განცხადების საფუძველზე შერჩევა
კატეგორია:პროექტების მართვა
განცხადების ბოლო ვადა: 15 ივნისი 2026 წ.
თანამდებობრივი სარგო :შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად.
ადგილების რაოდენობა : 1
სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, ეკ. ბეჟანიშვილის N7
სამუშაო განაკვეთი:სრული სამუშაო განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ, 40 საათი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ფუნქციები
- კომპანიის მიმდინარე და ახალი პროექტების ორგანიზება, დაგეგმვა, შესრულება და მონიტორინგი.
- პროექტების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა, პროცესების ოპტიმიზაცია და გაუმჯობესებების ინიცირება.
ძირითადი მოვალეობები
- პროექტების ორგანიზება, დაგეგმვა, მართვა და ადმინისტრირება.
- ახალი საპროექტო შესაძლებლობების და შეთავაზებების შესწავლა.
- მიმდინარე პროექტების მონიტორინგი და კოორდინაცია.
- საპროექტო შეთავაზებების მომზადების პროცესში დამკვეთებთან ინტენსიური კომუნიკაცია ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებში.
- პროექტებთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა კომპეტენციის ფარგლებში.
- პროექტების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება.
- პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად შესრულების უზრუნველყოფა.
- პროექტების მართვის და მონიტორინგის პროცესში მოსალოდნელ რისკებზე დროული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი მექანიზმის შედგენა და ხელმძღვანელი პირისთვის წარდგენა.
- დამკვეთთან პერიოდული კომუნიკაცია გადაცემული პროდუქციის შეფასების მიღების მიზნით.
- პროექტის მსვლელობის მართვა და კონტროლი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მითითებების გაცემა.
- პროექტის შესრულების ვადების კონტროლი და გადაცდომის/დაგვიანების შემთხვევაში სათანადო მითითებების გაცემა პროცესების დაჩქარების მიზნით.
- ახალი პროექტის დაწყებისას პროექტის შესრულების ვადის, ბიუჯეტისა და ადამიანური რესურსის განსაზღვრა/გათვალისწინება.
- პროექტისთვის მენეჯმენტის მიმდინარე გეგმების მომზადება და შესაბამისი მიმართულების შეთანხმება.
- საჭიროების შემთხვევაში, პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვებისა და თანხმობების მიღების პროცესში მონაწილეობა.
- პროექტებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
- კონტროლი კონტრაქტორების, სამუშაოთა მწარმოებლების და კონსულტანტების სახელშეკრულებო პირობების თანხვედრაზე მათ მიერ წარმართულ პროცესთან და პროექტის მოთხოვნებთან.
- შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული ეტაპების საფუძველზე პროექტის განვითარების ფაზების მუდმივი განახლება და განახლებულ მონაცემებზე კომპანიის მენეჯმენტთან და ყველა ჩართულ პირთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
- პროექტის ბიუჯეტისა და მიმდინარე ხარჯების შესახებ რეპორტების მომზადება და გადახარჯვის შემთხვევაში მენეჯმენტის და პროექტში ჩართული პასუხიმგებელი პირების დროული ინფორმირება.
- მონაწილეობა პროექტების ფარგლებში წლიური გეგმის მომზადებაში.
- პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მასალების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა.
- ლოჯისტიკის, ტრანსპორტირების და მიწოდების კოორდინაციის პროცესში მონაწილეობა.
- დამკვეთებთან, პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ეფექტიანი კომუნიკაცია.
- პროექტთან დაკავშირებული ცვლილებების შიდა გავრცელება და შესაბამისად პროცესის კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი
(ბიზნეს ადმინისტრირება/მენეჯმენტი-სასურველია)
ენების ცოდნა:
ქართული ენა ძალიან კარგი
ინგლისური ენა კარგი
პროფესიული გამოცდილება: 1-2 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვაში, პროექტების მონიტორინგში, შეფასებისა და ანგარიშგებაში- სასურველი.
საკონკურსო თემატიკა
მაპროფილებელი კანონმდებლობა და ნორმატიული აქტები.
ნასყიდობისა და მომსახურების (ნარდობა) შესახებ კანონმდებლობის ცოდნა, სახელშეკრულებო პრინციპები.
ფასწარმოქმნის პრინციპები.
საქონლის ხარისხობრივი პარამეტრების ანალიზი.
პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობა.
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word, Excel კარგი
Microsoft Office PowerPoint კარგი
ენები
ენა წერითი უნარები მეტყველება
ინგლისური B2 B2
საკონტაქტო ინფორმაცია
კომპანიის მისამართი : ქ. თბილისი , ნაძალადევის რ-ნი ეკ. ბეჟანიშვილის 7.
დამატებითი მოთხოვნები
პროექტების მართვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (PMI, Agile, PRINCE2)- უპირატესობა.
MS Project, Excel, Trello, Asana და სხვა პროექტების მართვის პროგრამები- ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.
- ეფექტური კომუნიკაცია.
- პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობა.
- დროის ეფექტიანი მართვა.
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@geomtex.com.
სასურველია, კანდიდატმა მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორი (სახელი, გვარი, თანამდებობა, ორგანიზაცია და საკონტაქტო ინფორმაცია).
კანდიდატის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და მასზე დართულ დოკუმენტში მითითებული პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ გამოყენებულ იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნებისთვის, საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმირებისათვის. მონაცემები დამუშავდება კანონით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად და შეინახება საჭირო ვადით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
კომპანია კანდიდატთა შეფასების შედეგების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1(ერთი) თვისა.
კონკურსის ეტაპები
1.განცხადების გადარჩევა.
2.წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება.
3.გასაუბრება.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევას
გისურვებთ წარმატებას !
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
